Pages

Friday, December 31, 2010

საახალწლო მზადება ანუ რა გავაკეთე დღეს

დღეს 31 დეკემბერია, ძალიან სწრაფად მოვიდა და არ მიხარია, რომ ასე სწრაფად გავიდა ერთი წელი.

ყველას გვიყვარს ქართული(შოთის) პური და ამიტომაც ყოველ ახალ წელს მიწევს რიგში დგომა, იმისათვის რომ ვიყიდო ზემოთხსენებული პურის სახეობა.

წელს ჩემ სახლთან არსებული თონე დახურული დამხვდა, ამიტომაც მომიწია პეკინზე გასვლა. იქ რიგში 1 საათი ვიდექი და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა თქვეს:"პურს ნახევარი საათი დააგვიანდება".

მომიწია  იქ კიდევ ნახევარი საათი ყურყუტი, მაგრამ ღირდა იქ დგომა.

პური სახლში მოვიტანე და ტატიშვილში წავედი წამლის წამოსაღებად და უკან როდესაც მოვდიოდი იმხელა რიგი იდგა თონესთან რო რავიცი... :დ დაახლოებით 25 კაცი(ეგ სადაც მე ვიყიდე) და სხვა თონესთან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში აი ამხელა რიგი იდგა:





და ამაზე ორჯერ დიდი რიგი იდგა პეკინზე, თეთრი თონე რომ არის იქ.

მოკლედ პურის შეძენა უკვე დაგვიანებულია, მგონი. თუმცა "დილის" პურს ურიგოდ ყიდიან.

No comments:

Post a Comment