Pages

Tuesday, December 28, 2010

დღეს ბანაკელებთან

დღეს წინა-საახალწლო შეხვედრა გვქონდა ბანაკელებს(ბაქსვუდიდან).

როგორც წესი ჩვენი შეხვედრები რუსთაველის მეტროსთან 2 საათზე იმართება და დღესაც არ დაგვირღვევია ეს ტრადიცია. კიდევ ყოველთვის 2 საათი ვდგავართ ხოლმე მეტროსთან, ველოდებით დამგვიანებლებს და ვწყვეტთ თუ სად წავიდეთ, თუმცა დღეს ეს არც-თუ ისე ლამაზი ტრადიცია დაირღვა, რადგანაც გუშინ ღამე გადავწყვიტეთ რომ "შემოიხედე გენაცვალეში" წავიდოდით, თუ იქ დაგვსვამდნენ, რადგანაც "შარაგულში" სავარაუდოდ ასაკის გამო არ დაგვაჯავშნინეს, ამას თან დაერთო ის ფაქტიც რომ ნათქვამი იყო:"ნახევარ საათზე მეტს არავის დაველოდებით" და სამის ნახევარზე დავიძარით.

"შემოიარე გენაცვალეში" დიდი სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს, 3 მაგიდა შეგვიერთეს კიდევაც.

სხვათაშორის არ დაგვიჯდა ძვირი, 18 კაცი ვიყავით, 17 ჭამდა და კაცზე 10 ლარზე ნაკლები დაგვიჯდა და კარგი სუფრაც იყო.

სიმართლე გითხრათ სუფრები და მაგიდასთან ჯდომა არ მიყვარს, ამიტომაც 5-ის წუთებზე გამოვედით იქიდან და მეიდანზე ჩავისეირნეთ, იქიდან ვითომ მშვიდობის ხიდზე გვინდოდა გადასვლა მაგრამ გზა დამავიწყდა და მეორე მხრიდან არ არის ღიაო, ამიტომაც უკან გავბრუნდით, გზად ისევ ლესელიძეზე ძალიან გემრიელი ნაყინი მივირთვით ზოგიერთმა, მართლაც ძალიან გემრიელი და არჩევანიც დიდია და სულ რარაც 2,10 ლარი და საკმაოდ დიდი ბურთულა ვაფლში ან ჭიქაში.

იქიდან ისევ თავისუფლებაზე ავედით სადაც ბანაკის ერთ-ერთ ლიდერს მის ნინოს შევხვდით, ცოტა ხანი გავჩერდით და დავიშალეთ, ერთი გზა მარტო მიშას, ალისას და მე მქონდა ამიტომაც ერთი ავტობუსით წამოვედით და ერთად ჩამოვედით, ნიკალასთან ალისა მარშრუტკაში გადაჯდა(ავტობუსში მარტო მეშინიაო), მიშა კოსტავაზე გადავიდა მე კი საბურთალოს ქუჩისკენ გამოვწიე.

ასე დამთავრდა ეს დღე, სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით ბევრი სურათი არ გადაგვიღია, მაგრამ იმედია მალე ატვირთავენ იმ ცოტასაც ფბ-ზე.

No comments:

Post a Comment