Pages

Wednesday, July 14, 2010

ნახვამდის!












ნახვამდის ბლოგოსფეროვ!!!!




3 კვირით გემშვიდობები ანუ 3 აგვისტომდე.

!!!






ბარგი ჩალაგებულია მივდივარ

ბარგი ჩალაგებული მაქ, 25 წუთში გავდივარ სახლიდან.

კიდე დავაყენებ რო ზუსტად 9 საათზე გამოქვეყნდეს ერთი პოსტი.

Tuesday, July 13, 2010

საკონკურსო პოსტი - Tweet.ge

ალბათ ყველასათვის ნაცნობია სოციალური და არა მარტო ქსელი Twitter.com სადაც თავს იყრის უამრავი ადამიანი, ვარსკვლავი და ა.შ. ეს საიტი არის საშუალება თვალი ადევნო სხვადასხვა ადამიანის, კომპანიის, საიტის, ბლოგის ცხოვრებას და მისი საქმეების კურსში იყო.

ტვიტერის ძირითად სერვისს ე.წ. "ტვიტები" წარმოადგენენ, ეს არის საშუალება მიწერო მეგობარს, საიტს, კომპანიას ან უბრალოდ გაუზიარო შენი გრძნობები მთელ მსოფლიოსა და შენ მეგობრებს.

მაგრამ ხშირად ხდებოდა ისე, რომ კომპიუტერთან წვდომა არ მქონდა მაგრამ მინდოდა გაზიარება და ვერ ვახერხებდი, რადგანაც ზემოთხსენებული საიტი ამერიკულია და მასზე მობილურის მეშვეობით "ტვიტების" განთავსება მხოლოდ აშშ-სა და კანადის მცხოვრებთათვის არის, უფრო სწორედ იყო ხელმისაწვდომი.

ალბათ ბევრს გქონიათ ასეთი პრობლემა, მაგრამ ჩვენთან, დიახ ჩვენთან ქვეყანაში ვიღაცას(კერძოდ კი Singular Groups) აზრად მოუვიდა შეექმნა უფასო სერვისი რომლიც მეშვეობითაც უკვე ჩვენც შეგვიძლია მობილურით "ტვიტების" განთავსება.

ამ პროექტის შესახებ მეგობრის პირწიგნაკის(facebook) კედელზე შევიტყვე და დავრეგისტრირდი.(ეგრევე)

ალბათ გიჩნდებათ კითხვა: "რათ მინდა? მივალ საღამოს კომპთან და და"ვტვიტავ'"

პასუხი 1.  იმათ გინდათ, რომ ამ სერვისის მეშვეობით არამარტო ტვიტერზე, არამედ "პირწიგნაკზე", სკაიპში და თქვენ ბლოგზეც კი გამოაჩენთ თქვენ "ტვიტს".


პასუხი 2. სანამ სახლში მიხვალთ დაგავიწყდებათ, ტავიდან ამოგივარდებათ და ა.შ. რადგან დღეს ერთ დღეში უამრავი რამ ხდება და პირადად მე მინდა ხოლმე გავუზიარო ჩემი ცხოვრება მეგობრებს და კომპიუტერი ხელთ არ მაქვს.

პასუხი 3. შეგიძლია მიიღო სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში უბრალოდ იმიტომ რო სარგებლობ სერვისით.


კიდევ ერთი მიზეზი რატომაც უნდა გამოვიყენოთ სერვისი Tweet.ge

იგი არ წყვეტს განვითარებას როგორც სერვისის ტვიტერიდან შევიტყვე მალე დაემატება კითხვა/ პასუხისა და რეტვიტის ფუნქციები.


თუკი რაც დავწერე არ არის საკმარისი იხილე სერვისის ოფიციალური პრომო ვიდეო:




და თუ დაინტერესდი შედი საიტზე Tweet.ge და სულ რამოდენიმე კლიკის მეშვეობით დარეგისტრირდი.

იმისათვის რომ სერვისის ყველა სიახლე იცოდე შეგიძლია თვალი მიადევნო მათ ტვიტერსა და პირწიგნაკს

Twitter.com/theTWEETge


Facebook.com/tweet.ge

სანამ წასული ვიქნები ანუ Status Update




როგორც ყველამ იცით სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი, უფასო, ქართული სერვისი რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Twitter-ზე ტვიტის დამატება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ეს სერვისი გახლავთ Tweet.ge  

ხოდა გამოვიყენე რა ახალი სერვისის ფუნქცია და Twitter-ი მივაბი ბლოგს და ახლა ყველა ჩემი ტვიტი ასევე ბლოგზე გამოჩნდება, მარჯვენა მხარეს.

ბანაკში მივდივარ და 3 კვირით გემშვიდობები ბლოგოსფეროვ



მართალია ეს ბლოგი სულ ცოტა ხანია რაც გავხსენი, მაგრამ იმედია არის რამოდენიმე ადამიანი მაინც რომელიც ცნობს მას.

ხვალ, 14 ივლისს, დილის ათის ნახევარზე(9:30) მივდივარ ბანაკში, ბაკურიანში. 3 კვირით. შესაბამისად ვეღარც დავპოსტავ ალბათ.

არვიცი ვნახოთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გემშვიდობები.

თუ ვინმე მიდიხართ ამავე ბანაკში გიხილავთ ხვალ.


მოკლედ ნახვამდის და კარგ ზაფხულს გისურვებთ თქვენ და ჩემ თავს.

P.S.
იმედია ნახვების რაოდენობა კარგად გაზრდილი დამხვდება :დ

გოგონა გარეუბნიდან - ჩემი შემჩნეული FAIL

გუშინ არც მეძინებოდა და არც საყურებელი იყო რამე ნორმალური ამიტომაც არხების შემოწმების ტრადიციული რეიდისას წავაწყდი იმედზე ამას.

ზრდასრული მსახიობები კიდე არაუშავს როგორ თამაშობენ, მაგრამ ის გოგო რომაა ჯულიეტას როლი რომ არ ათამაშეს ჯობს არ ვთქვა არაფერი.

მაგრამ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყურებისას ვნახე რომ მგონი "წილოსანის" ცოლს და კიდე ვიღაც მოხუც კაცს ბოლოში პოლიცია რომ დაადგება აქვთ iPhone. მაგრამ ძაან საინტერესო რამ შევამჩნიე:

ეს არის ერთი და იგივე iPhone



და ეს ტელეფონი სულ გამორთულია.

სურათები "მთლიანად წაკითხვაში"

Monday, July 12, 2010

Harry Potter and the Deathly Hallows - Trailer (HD 1080p)








ყველასათვის საყვარელი გმირის თავგადასავლის რიგით მე-7 ფილმი გამოვა ორ ნაწილად, რადგანაც წიგნი საკმაოდ დიდია(თუმცა წაკითხული არ მაქვს).  ალბათ ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ არ გამოეტოვებინათ რამე და გადაწყვიტეს ორ ნაწილად გამოშვება, რაც მე პირადად ძალიან მახარებს, რადგანაც კიდევ ორჯერ ვიხილავ მას დიდ ეკრანზე რადგანაც ამბობენ თითქოს ამით დამთავრდება მისი ისტორია. ამას ხელმარცხნივ მდებარე პოსტერიც ამტკიცებს კერძოდ კი მის ზედა ნაწილში მდებარე წარწერა.



ფიფა 2010. დასრულდა. მიესალმეთ ახალ ჩემპიონს.



ბოლოსწინა პოსტია ამ თემაზე წელს და ალბათ კიდევ 4 უახლოეს წელიწადში.

დივანზე ვიჯექი, უკვე მეძინებოდა, ეკრანს ვეღარც ვხედავდი ნორმალურად და კომენტატორმა "გოლიო" და ეგრევე გამოვფხიზლდი.


კი ესპანეთი ჩემპიონია, მოუგო ჰოლანდიას. კი.

116-ე წუთზე გაიტანა გოლი კი.





მსოფლიომ გაიგო ახალი მსოფლიოს ჩემპიონის სახელი. ესპანელებმა პირველად მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.

ესპანეთში დიდი ზეიმი გაიმართა და თბილისშიც. 

თასი კაპიტანმა იგერ კასილასმა აწია.

ბოლომდე წაკითხვაში იხილეთ ფოტოები და ესპანელთა გოლი 3D-ში.







Sunday, July 11, 2010

ავატარი: სტიქიის მბრძანებელი. წიგნი პირველი 3D



მოკლედ ვიყავი ავატარზე, სურათებს ამჯერად სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ(ტელეფონი მიჯდებოდა) მაგრამ შთაბეჭდილებებს კი ბატონო.


ბილეთების ასაღებად ორი საათით ადრე წავედით, იმიტომ რომ პრემიერის მეორე დღე იყო და ვაი თუ ბილეთები არ იქნებოდა.

ორი მეგობარი წავედით, სამი ბილეთი ავიღეთ(ერთიც უნდა მოსულიყო) და წყლის საძებრად წავედით(რუსთაველში ვიყავი). ჩამოვედით ფურცელაძის ქუჩაზე და ჩავყევით კოლმეურნეობამდე.

მოვძებნეთ წყალი და დავჯექით პარკში.

ველოდეთ, ველოდეთ, ვიბაასეთ და ავედით. მერე მოგვშვივდა ისევ ჩამოვედით და ვჭამეთ და ავედით. მოვიდა მესამე მეგობარი და თან ორი მამიდაშვილი წამოიყვანა. მოკლედ აიღო კიდე 2 ბილეთი და ასვლის დროც მოვიდა.

ავედით, ვიყიდეთ პოპ-კორნი, კოკა-კოლები და აღმოჩნდა რომ მესამე მეგობარს და თავის ორ მამიდაშვილებს ბილეთები არ ჰქონდათ. და...და...და...და...


FIFA 2010




             ტა-რა-ტიმ-ტამ-ტა-რაი-ტამ

მოკლედ მსოფლიო თასის შესახებ.


გუშინ გაიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ურუგვაისა და გერმანიას შორის რომელიც დაასრულდა ანგარიშით 2:3 გერმანიის სასარგებლოდ.

დღეს კი მოხდება ის რასაც მთელი 1 თვეა ველოდებით.


დიდი ფინალი ჰოლანდია - ესპანეთი


ისე რა სწრაფად გავიდა ეს ერთი თვე და ნახევარი ზაფხული. კიდე ერთი ამდენი და ისევ სკოლა.

საცდელი პოსტი iGoogle-დან

ეს იქნება და არის ჩემი პირველი პოსტი ზემოთხსენებული სისტემიდან. უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამოქვეყნდება.

Thursday, July 8, 2010

International Buckswood Summer School

შარშან ოლიმპიადის მეორე ტურში გასული მოსწავლეები წაგვიყვანეს ასეთ საზაფხულო სკოლა/ ბანაკებში. მე ვიყავი წყნეთში.

წელს მივყავართ მესამე ტურში გასულები. მივდივარ ბაკურიანში.

თუ კიდევ ვინმე მიდიხართ ამ ბანაკში ბაკურიანში გამომეხმაურეთ. მეორე ნაკადზე
14 ივლისი-3 აგვისტო

FIFA 2010




გუშინ გაიმართა ბოლო ნახევარფინალური შეხვედრა გერმანიასა და ესპანეთს შორის რომელიც დასრულდა ანგარიშით 0:1 ესპანეთის სასარგებლოდ.

გამართლდა ჩემი მოლოდინი, ვარაუდი და სურვილი. დაბადების დღეზეც მასიამოვნა ესპანეთმა.

ამ ჩემპიონატზე ჩასატარებელი დარჩა ორი შეხვედრა, ფინალური და მესამე ადგილისთვის.


მესამე ადგილისთვის გაიმართება თამაში

ურუგვაი-გერმანია 10 ივლისი 22:30(თბილისის დროით)


ფინალური შეხვედრა მსოფლიოს თასის მფლობელისთვის

ჰოლანდია-ესპანეთი 11 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

Wednesday, July 7, 2010

ავატარი- სტიქიის მბრძანებელი. წიგნი პირველი





დღეს გადავწყვიტეთ მეგობრებმა რომ ზეგ წავიდოდით ახლად გამოსულ ავატარზე

ნუ მულტფილმი კი მევასება მარა კინო ძააააან მაინტერესებს...


დაბადების დღე


დღეს, 7 ივლისს მე მქონდა/მაქ/მექნება დაბადების დღე. როგორც ყოველთვის მოვიდნენ ძველი მეგობრები, დავჯექით დავლიეთ, გარეთ გავედით, მოვედით ვიღადავეთ და დავიშალეთ. ასევე მივიღე საჩუქრები და ა.შ.


რაც დამრჩა დაბადების დღიდან:


FIFA 2010



გუშინ გაიმართა პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, ჰოლანდიასა და ურუგვაის შროსი რომელიც დასრულდა ანგარიშით 3:2 ჰოლანდიის სასარგებლოდ. მიუხედავად ურუგვაის წაგებისა მაინც ღირსეულად ითამაშეს.


დღეს თამაშობს გერმანია-ესპანეთი


P.S. ჩემი დაბადების დღეს და უნდა მოიგოს ესპანეთმა. არ მაწყენინოს :D

Tuesday, July 6, 2010

პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობა







რამოდენიმე დღის წინ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს რიგით 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის მკვლელობას. ეს ფილმი გადაღებულია 1991 წელს. მას ჰქვია JFK.

ამ ფილმში უარყოფილია კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი მოკლული იქნა ერთი ადამიანის ჰარვი ლი ოსვალდის(ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც სწავლობდა რუსულს, იყო მარქსისტ-ლენინისტი და შემდეგ სულაც უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე და საბჭოთა კავშირში გადასახლდა.) მიერ.



Monday, July 5, 2010

უბრალოდ კარგი სიმღერა(MUSE)





ეს სიმღერა არის Twilight Eclipse-ის ერთ-ერთი საუნდტრეკი. ეს სიმღერა დაიწერა სპეციალურად ამ ფილმისთვის.

MUSE Neutron Star Collision


MUSE-ის არხზე დადებული არ აჩვენა ბლოგერზე ასე რომ აი ალტერნატიული

ახალ გაღვიძებულზე



სულ რაღაც 20 წუთია გავიღვიძე და უვკე ბევრი რამ მაწუხებს. პირველი ის რომ ჩემმა დამ როგორც ყოველთვის ძილი არ მაცალა და დამიყვირა:"გძინაავს?". და ყოველდღე ესეა. მეორე ის,რომ 3 ადგილას ვარ გასასვლელი. ერთერთი მათგანი აუზია და აღარ მინდა წასვლა. ბასეინი იშლება მგონი იმიტომ რომ სულ "პაბელკის" ნაწილები ყრია წყალში. კარგი არაუშავს 6 მისვლაც და ვსიო მერე მე წავალ. კიდე ზურგი მტკივა საშინლად ესეც გამოუძინებლობისაგან და თვალები და პლიუს ამას კიდე ცხელა.

მოკლედ ეს ჩემი ამწუთობრივი გულისტკივილია, მაგრამ ნაღდად შეემატება კიდევ რამე.

ხო 2 დღეში დაბადების დღე მაქ და ჯერ მხოლოდ 2 მეგობარმა მომცა მოსვლაზე თანხმობა. SMS-ები გავიგზავნე დ არ უპასუხიათ და ახლა ყველას უნდა გადავურეკო კიდე. :@

Sunday, July 4, 2010

FIFA 2010





გუშინ გაიმართა ბოლო ორი 1/4 ფინალური შეხვედრა.







არგენტინა   0:4   გერმანია
პარაგვაი      0:1   ესპანეთი


შეგახსენებთ რომ 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართება 6 და 7 ივლისს.

ჰოლანდია - ურუგვაი           6 ივლისი 22:30
ესპანეთი   -  გერმანია          7 ივლისი 22:30


P.S. 7 ივლისს ჩემი დაბადების დღეა და იმედია მოიგებს ესპანეთი, თუ არა და გერმანია ჩემპიონია.

Saturday, July 3, 2010

პოსტს ვწერდი და ეს ვიპოვე

გუშინ ბლოგერისთვის გამოვიდა ახალი "გაჯეტი" Zemanta რომელიც პოსტს "კითხულობს" და გთავაზობს სურათებს, სტატიებს და ა.შ.  ჯერ რა თქმა უნდა ქართულის მხარდაჭერა არ აქვს მაგრამ ზოგჯერ რეაგირებს. ხოდა წინა პოსტის წერისას ამომიგდო ეს სურათი. მე არ მქონდა აქამდე ნანახი და თქვენ?



ეს არის "ნატახტარის" სარეკლამო პლაკატი რომელიც მგონი არსად გამოფენილა.

სურათი "პოსტის ბოლომდე წაკითხვაში"


ჩემი გადაღებული სურათები(არანაირი პლაგიატი)


ქალაქში ბევრს დავდივარ და ბევრი უცნაური რამეც მხვდება. ამ უცნაურს ვიღებ ტელეფონზე და მერე თვეობით მიგდია. ახლა კი ძლივს თავი მოვაბი და გადმოვიტანე კომპიუტერში.



არანაირი პლაგიატი



FIFA 2010







გუშინ გაიმართა წლევანდელი მუნდიალის ორი 1/4 ფინალური შეხვედრა



                                                          ურუგვაი     1(4):1(2)    განა
                                                          ჰოლანდია       2:1        ბრაზილია


ყველასათვის მოულოდნელი იყო ჰოლანდია-ბრაზილისს(2:1) თამაშის შედეგი.

აქვე გთავაზობთ დღევანდელი თამაშების ანონსს:

არგენტინა-გერმანია    3 ივლისი 18:00(თბილისის დროით)

პარაგვაი-ესპანეთი      3 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

Friday, July 2, 2010

მითი დამსხვრეულია

მითი ბრაზილიის დაუმარცხებლობის შესახებ დაიმსხვრა დღეს 1/4 ფინალური მატჩის დროს ბრაზილიასა და ჰოლანდიას შორის რომელიც დასრულდა ანგარიშით 2:1 ჰოლანდიის სასარგებლოდ.

ბლოგის სტატისტიკის წარმოდგენა(Blogger)

პოსტი ინჟინრების სტასცეკ პასკოსა და ვიკტორ გვორეკის მიერ.


მიუხედევად იმისა,რომ ბლოგერთა ნაწილი იყენებს Google Analytics-ს ან სხვა რაიმე ხელსაწყოს იმისათვის რომ თვალი ადევნოთ თქვენი ბლოგის ტრაფიკს, ბევრმა თქვენგანმა მოითხოვა უფრო ადვილად მოსახმარი, Blogger.com-ში ინტეგრირებული სტატისტიკის მაჩვენებელი. ჩვენ მივიღეთ ეს თხოვნა და გვიხარია რომ, ეს ფუნქცია ახლა ხელმისაწვდომია Blogger in Draft-ში. უბრალოდ შედით Blogger in Draft-ზე და თქვენ შეამჩნევთ ახალ ტაბს-- "Stats". თქვენ არ დაგჭირდებათ რამის დაყენება ან კონფიგურაცია თქვენი ტრაფიკის სანახავად.


Twilight Eclipse-ზე ვიყავი და...






გუშინ 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" იყო ზემოთხსენებული ფილმ, კერძოდ კი Twilight Eclipse-ის პრემიერის მეორე დღე. ამ კინოფილმის/წიგნის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ პირველ სერიას სიამოვნებით ვუყურე, მეორეს ისე რა და მესამეზე კიდე მეგობრებმა დამითანხმეს. რომ ვთქვა არ ვარგა თქო არ ვიქნები მართალი, მაგრამ მაინც დიდი არაფერი. ვამპირებს+რომანტიკა=ფანების ზღვა. მაგრამ გარდა ამ რომანტიზმის კინოში არის ბევრი სასაცილო მომენტი, რომლებსაც იმჩნევენ თვით მსახიობებიც და ზოგი ისეთი პროსტა ისე როა.








FIFA 2010

 




და 2 დღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. დღეს გაიმართება ორი 1/4 ფინალური შეხვედრა.

ბრაზულია-ჰოლანდია      18:00 (თბილისის დროით) 
ურუგვაი-განა                      22:30 (თბილისის დროით)

ხვალ(ან დღეს გვიან საღამოს) ტრადიციულად შემოგთავაზებთ ამ მატჩების შედეგებს.