Pages

Saturday, January 29, 2011

ბლოგი გადავიდა

ბლოგი გადავიდა. კონტენტი შენარჩუნებულია:


ბლოგის ახალი მისამართი


Kon Mu's blog[new]

Saturday, January 1, 2011

გილოცავთ ახალ 2011 წელს!!!



ასე გვილოცავს Google


მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ამ პოსტს ახლა 11 საათზე ვწერ მაგრამ ის ზუსტად 12 საათზე გამოქვეყნდება.

გისურვებთ ყველაფერს კარგს და საუკეთესოს, ჩემ თავსაც იმავეს.

ჩემს ბლოგს კი მკითხველებს.

გილოცავთ, იმედია ეს წელი 2010 წელზე უკეთესი იქნება ან მისნაირი მაინც.

ჩემთვის ეს კარგი წელი იყო.

P.S. ყველა სურვილი აგსრულებოდეთ.

Friday, December 31, 2010

ყველაფერს დადებითი მხარე უნდა მოუძებნოო...

ამბობენ კარგია თუ ყველაფერს დადებით მხარეს მოუძებნი ხოდა მოვუძებნე დადებითი მხარე იმას რომ ჩემ ბლოგს არავინ კითხულობს:

შემიძლია ვწერო რაც მინდა, მაინც არავინ წაიკითხავს.

ჩემი 2010 წელი

ყველამ დაწერა ეს პოსტი და მეც დავწერ.

მთლიანობაში პროდუქტიული და კარგისმომტანი აღმოჩნდა ეს წელი ჩემთვის. ვრცლად წერის თავი არ მაქ და კნუტისავით ჩამოვთვლი:


  • ისევ წავედი ბანაკში (Buckswood Summer School)
  • განათლების სამინისტრომ დამაფინანსა და ახლა კერძო სკოლაში უფასოდ ვსწავლობ.
  • კარგი ნიშნებისთვის ისევ და ისევ განათლების სამინისტრომ დამასაჩუქრა ლეპტოპით (პატარა ASUS-ით არა)
  • ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კონფერენციაზე ვიყავი წყნეთში, კოპალაში 5 დღე. World Vision-ის ორგანიზებული იყო.
სულ ეს იყო, კიდევ ბანაკსა და კონფერენციაზე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, თან კარგი მეგობრები, ვხვდები ხოლმე.

რავი მეტი არაფერი "ისეთი" არ მომხდარა. 

სულ ეს იყო ჩემი 2010 წელი.

P.S. ვფიქრობ უაზროდ არ გასულა ეს წელი, იმედია 2011-იც ამის მსგავსი თუ არა უკეთესი იქნება.

საახალწლო მზადება ანუ რა გავაკეთე დღეს

დღეს 31 დეკემბერია, ძალიან სწრაფად მოვიდა და არ მიხარია, რომ ასე სწრაფად გავიდა ერთი წელი.

ყველას გვიყვარს ქართული(შოთის) პური და ამიტომაც ყოველ ახალ წელს მიწევს რიგში დგომა, იმისათვის რომ ვიყიდო ზემოთხსენებული პურის სახეობა.

წელს ჩემ სახლთან არსებული თონე დახურული დამხვდა, ამიტომაც მომიწია პეკინზე გასვლა. იქ რიგში 1 საათი ვიდექი და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა თქვეს:"პურს ნახევარი საათი დააგვიანდება".

მომიწია  იქ კიდევ ნახევარი საათი ყურყუტი, მაგრამ ღირდა იქ დგომა.

პური სახლში მოვიტანე და ტატიშვილში წავედი წამლის წამოსაღებად და უკან როდესაც მოვდიოდი იმხელა რიგი იდგა თონესთან რო რავიცი... :დ დაახლოებით 25 კაცი(ეგ სადაც მე ვიყიდე) და სხვა თონესთან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში აი ამხელა რიგი იდგა:





და ამაზე ორჯერ დიდი რიგი იდგა პეკინზე, თეთრი თონე რომ არის იქ.

მოკლედ პურის შეძენა უკვე დაგვიანებულია, მგონი. თუმცა "დილის" პურს ურიგოდ ყიდიან.