Pages

Saturday, September 25, 2010

Harry Potter and the Deathly Hallows - ძირითადი ტრეილერი


მოგესალმები მკითხველო და თუ ამ პოსტს კითხულობ ანუ ჰარი პოტერიც მოგწონს.

ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Harry Potter and the Deathly Hallows პირველი ნაწილის ოფიციალური, მთლიანი ტრეილერი.


ბევრს არ ვიბოდიალებ და აი ისიც:

თანაც HD ხარისხში






Saturday, September 18, 2010

პირველად საქართველოში Facebook Zero მაგთისა და ბალის აბონენტებისთვის.

 
 
პირველად საქართველოში მაგთიკომი მაგთისა და ბალის აბონენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი მობილური აპარატებიდან დაუკავშირდნენ Facebook Zero-ს მობილურ საიტს;
Facebook Zero არის განსაკუთრებით მცირე მოცულობის სწრაფი მობილური ტექსტური საიტი, რომლის ტექსტური კონტენტის დათვალიერება უფასოა და ანაზღაურდება მაგთიკომის მიერ. ნებისმიერი არატექსტური კონტენტი მოცემულია ბმულების სახით. ბმულის გააქტიურების შემდეგ სურათებისა და გარე ბმულების დათვალიერების მსურველებისთვის გადასახადი განისაზღვრება მაგთიკომის სტანდარტული ტარიფის შესაბამისად. საიტის ფასიან სექტორში შეღწევისთანავე აბონენტი მიიღებს ფასიანი ინტერნეტსესიის დაწყების სპეციალურ, გამაფრთხილებელ სიგნალს.

Facebook Zero- ზე შესასვლელი ბმული განთავსებულია მაგთიკომის wap გვერდზე; Facebook Zero- ზე შესვლა შესაძლებელია აგრეთვე თქვენი მობილური ბრაუზერის მისამართების მინდორში 0.facebook.com- ის ჩაწერის მეშვეობით. Facebook Zero- ზე შესაღწევად უნდა გამოიყენოთ თქვენი მობილურის wap კავშირი.


წყარო MagtiCom.ge

მართლაც ხომ მაგარია და ძლივს ოფიციალური სერვისი ჩვენი ოპერატორების მხარდაჭერით. მართლაც რომ მუშაობს, ყველანაირი რეგისტრაციისა და ა.შ. გავლის გარეშე.

Friday, September 17, 2010

სად არის გია "ბარაბანშიკი"?


"რუსთავი 2"-ზე ეს წუთია დაიწყო "ვანოს შოუს" ახალი სეზონი. ბენდის ხელმძღვანელი გამოიცვალა(?), თამუნა ლეკვეიშვილმა დაიკავა ეს პოსტი, ხოლო იმ გრძელთმიანი ტიპის მაგივრად ვირაც სხვაა და ერთი კითხვა ჟღერს:

სად არის გია "ბარაბანშიკი"?

გენადი ბოტკოჳელის სახელობის გლჲობალურ იდეათა ბლოგი!OK: ეს არ ყოფილა პეტერბურგში...

გენადი ბოტკოჳელის სახელობის გლჲობალურ იდეათა ბლოგი!OK: ეს არ ყოფილა პეტერბურგში...

გირჩევთ ყველას წაიკითხოთ, თუ იცნობთ ამ ავტორის სხვა ნაწერებს გაგისწორდებათ თუ არადა გაეცნობით. მის ბლოგზე მოიპოვება მისი სხვა ნაწერებიც.

პლაგიატობა ისჯება კოცონზე დაწვით © grendaizer

Monday, September 13, 2010

საქართველოს წარმომადგენელი Junior Eurovision 2010-ზე--სირცხვილი




ამ წუთას ადოლის ბლოგზე ვნახე, თუ ვინ(ან რა) მიდის ჩვენი ქვეყნის სახელით წელს საბავშვო(ჯუნიორ) ევროვიზიაზე.

და-და-და-დან...

მარიამ კახელიშვილი სიმღერით-- მარი-დარი

ვინ იყო ამ კონკურსის ჟიური ან ვინ დაწერა ეს სიმღერა?

ჩემი აზრით სირცხვილია, ამ სიმღერის ევროვიზიაზე გაშვება.

ელემენტალურად ტექსტი არ აქვს სიმღერას, გაუგებარია საერთოდ რა უნდა მარიამს?

ძალიან სულელურად დადგმული ცეკვა და მთელი სიმღერა მეორდება "დამ-დამ-დური" და "დამდამ-დური-დური-რამ" და "მარი-დარი".

ძალიან სისულელეა უბრალოდ, არ შემეძლო არ დამეწერა ჩემი გამოხმაურება.

აი მისი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, ეროვნული კონკურსის ფინალიდან:

სკოლის პირველი დღე 2010

 დღეს ჩემთვის იყო ამ სასწავლო წლის პირველი დღე. დილით ავედი სკოლაში, მოვინახულე ახალი, ძველი მეგობრები, ჩავიწერე ორი დღის გაკვეთილების ცხრილი რომელიც ასიანი შეიცვლება(ხვალვე), ჩავიწერე წიგნების ავტორები და ვიყიდე კიდეც უკვე, ფიზიკის გარდა რადგანაც რატომღაც დაავიწყდა დამრიგებელს ჩაწერინება ან არ ჰქონდა.

ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა, უმრავლესობა მშობლებს წაყვა უკან, ისინი კი ვინც დავრჩით სკოლის "მარშრუტკას" ველოდებოდით, რომელიც "ეს-ესაა" უნდა გასულიყო, მაგრამ რატომღაც 1 საათით დააგვიანა გასვლა, ეს პირველი დღით და მას თანდართული არაორგანიზებულობით ახსნეს, რატომღაც ჩვენს ქვეყანაში, წესადაა შემოღებული რომ არდადეგების შემდეგ პირველი დღე მაინც უქმეა და ხშირ შემთხვევაში პირველი კვირაც, რაც მე არასწორად მიმაჩნია(კი გასაგებია რომ შეეჩვია არდადეგებსა და დასვენებას, მაგრამ აკლიმატიზაციისათვის 1 კვირა არანაირად არაა საჭირო).

მოკლედ ჩამოვაღწიე სახლამდე(მოგეხსენებათ სკოლა ლისის ტბაზეა), მძღოლს ავუხსენი თუ სად უნდა ჩამომიაროს ხვალ და კიდე 8 თვე დილით და ავედი სახლში. დამრიგებელმა ყველა სახელმძღვანელო ხვალისთვის მოითხოვა, გამოვათრიე მამაჩემი სამსახურიდან(შესვენება ეწყებოდა "კაკ-რაზ") და დავიძარი ვაგზლისკენ, რათა იქ წიგნები მეყიდა.



Saturday, September 11, 2010

სკოლა იწყება!! დლნ-დლნ(ზარის ხმა)

სულ რამოდენიმე დღეში სკოლათა უმრავლსეობაში იწყება კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი.

ნუ მე ორშაბათს მეწყება და ისე 15 სექტემბერს საჯაროდ.

სავარაუდოდ იქნება სიახლეებით დახუნძლული სასწავლო წელი. ერთიანი წიგნები, და გავრცელდა ინფორმაცია გამოცდების შესახებ, თუ როგორი იქნება ისინი წელს 12-კლასდამთავრებულთათვის.

ძალიან გავრცლებული ინფორმაცია არ არის და ამიტომაც ჯერ არ ვწერ.

თუ ეს პოსტი დააგროვებს მინიმუმ 5 კომენტარს დაიწერება.

ეს ინფორმაცია მგონი ჯერ არსად გამოქვეყნებულა.

წყარო სანდოა.

Friday, September 10, 2010

გიბრუნდები მკითხველო!

გამარჯობა, პატივცემულო მკითხველო, ხანგძლივი ზაფხულის შემდეგ გიბრუნდები სრულიად განსხვავებული, ძაან შეცვლილი, სკოლაგამოცვლილი და ლეპტოპიანი.

ბლოგი ისევ დარჩება ჩემზე და ზოგადად რა.

დავპოსტავ უფრო ხშირად და უფრო მეტს რადგანაც აღარ ვიქნები მიკრული ერთ ადგილს, თანაც უკაბელო დავაყენე.


ზეგ მეწყება სკოლა და უკვე ვემზადები იმისათვის რომ 9 თვე წვალება მომიწევს, მაგრამ არაუშავს.


სკოლაში სავარაუდოდ სამეცადინო ბევრი იქნება, მაგრამ მაინც შევეცდები სისტემატიურად ვპოსტო.

მოკლედ მისურვეთ წარმატებები ახალ მეს ახალ სასწავლო და საბლოგო წელს.

Tuesday, September 7, 2010

იყიდება გაუხსნელი iPod Touch 2G 8GB

15 დღეში ამერიკიდან ჩამომივა iPod Touch 2G 8GB . მინდა გავყიდო. მსურველები გამომეხმაურეთ ნომერზე: 895 69-01-69  ფასი: 400 ლარი