Pages

Wednesday, December 29, 2010

ტელეფონის ყიდვა მინდა

ამჟამად ვარ Nokia 6151-ის მფლობელი და ეს ტელეფონი აშკარად თავის უკანასკნელ დღეებს ცოცხლობს, რადგანაც მიუხედავად ახალი ორიგინალი ელემენტისა, რომელიც ჯერ მხოლოდ 1 წლის და 2 თვისაა, ტელეფონი 3 ზარში ჯდება რაც ძალიან ცუდია, არ აჩვენებს რამდენად დამჯდარია და არც იტენება ბოლომდე, ღამე როცა ვტოვებ ხოლმე დილით ისევ იტენება.

ამიტომაც გადავწყვიტე ახალი ტელეფონი ვიყიდო, დიდ ხანს ვეძებე, ჯერ სამსუნგის ერთ-ერთი დუოსი მინდოდა, მერე Nokia 2700 მერე  Nokia 2730 და ბოლოს Nokia 6303-ზე შევჩერდი, თუმცა ამ უკანასკნელის ძველი და ახალი მოდელი არსებობს, ძველს ძალიან მაგარი კამერა აქვს ახალს კი ცუდი, ძველს აღარ უშვებენ ამიტომაც ისევ ძებნაში ვარ.

დღეს Nokia X2 ვნახე, საკმაოდ კარგი ფუნქციები აქ, ფასიც მისაღები მაგრამ დიზაინი... ჯობს (თუ სჯობს) ხმა არ ამოვიღო...

მოკლედ ვინმემ მირჩიეთ რამე ტელეფონი, 200-300 ან 350 ლარის ფარგლებში, ნუ 400-ის ფარგლებშიც წავა.

იმედია ვინმე წაიკითხავთ ამ პოსტს და მირჩევთ რამეს.


P.S. ეს ჩემი მე-100, საიუბილეო, პოსტია.

No comments:

Post a Comment