Pages

Wednesday, December 29, 2010

წიგნის დაბრუნება[განახლებული]

ამას წინათ კნუტმა მათხოვა "ვეფხისტყაოსანი" ნათაძის განმარტებებით, სკოლისთვის და მერე ახალი ვიყიდე და არ დამიბრუნებია, ხოდა დაახლოებით ნახევარ საათში ვუბრუნებ ^^.

ეს რა მოსატანი იყო არა? უბრალოდ არ მიყვარს წიგნს რომ არ აბრუნებენ.

ახლაც მიდევს მეგობრის "თამაში ჭვავის ყანაში ", ისიც დღეს უნდა დამებრუნებინა, მაგრამ მომწერა გუშინ მთელი ღამე აეროპორტში გავათიეო და ახალი წლის მერე მომეციო, ახალი წლის მერე კი არა და ახალ წელს ან შემდეგ წელს უნდა ეთქვა ალბათ.

მოკლედ, დღევანდელ დღეს "წიგნების დაბრუნების საერთაშორისო დღედ" ვაცხადებ, ასეთი დღე მგონი არ არსებობს, ასე რომ

© Kon Mu




29 დეკემბერი




წიგნის დაბრუნების საერთაშორისო დღე




P.S. კნუტს დაბუბრუნე წიგნი. ^^

No comments:

Post a Comment