Pages

Monday, October 4, 2010

დღიურის დღე 1 და ზოგადი გაცნობა

 საღამო მშვიდობისა მკითხველო! როგორც წინა პოსტში გამცნე ორშაბათიდან ანუ დღეიდან შეძლებისდაგვარად ვიწყებ დღიურების წერას.

შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ სკოლა არაპროგნოზირებადი რამაა. წინა კვირებში ორშაბათობით სულ ცოტა სამეცადინო მქონდა მაგრამ დღეს მოგვკლეს რასაც ჰქვია: 12 მათემატიკის დიდი სავარჯიშო, აბოს წამების მეორე თავი მთლიანად, ისტორიის ორი პარაგრაფი, მოკლედ არ დაგტვირთავ ჩემი ტვირთით.

არ ვწუწუნებ რომ ცივა, იმიტომ რომ სიცხეს ასეთი ამინდი მირჩევნია. აი სახლში საჯდომი ამინდია რასაც ჰქვია, ჩაის დასალევი და წიგნის საკითხავი, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება.

ამ ყველაფრის ნაცვლად კი ყოველდილით  ცხრას რომ ათი წუთი აკლია გავდივარ საბურთალოს ქუჩაზე და ველოდები 20 ნომერ მარშრუტკას, რომელსაც ნომრის ქვემოთ წარწერა აქვს "სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი". ხო აი ამ სკოლაში ვსწავლობ, თანაც უფასოდ.






დღესაც ჩვეულებისამებრ ველოდებოდი ამ მარშრუტკას, მაგრამ ისევ დააგვიანა. 2 კვირაა 10 წუთით აგვიანებს, არა სკოლაში ზარამდე კი ვასწრებთ მაგრამ ზარამდე დრო კი არ რჩება, რომ გახვიდე სალომეს დაელაპარაკო ან თუნდაც მიესალმო.

სალომე გოგოა რომელიც ბანაკში გავიცანი და ისიც ჩემსავით უფასოდ სწავლობს ამ სკოლაში. კიდევ ერთი მეგობარი სწავლობს უფასოდ, ისიც ჩემი ბანაკელი, რიჟაა. კოდევ 3 კაციც მაგრამ იმათ არ ვიცნობ კარგად.

სალომე ცოტა გიჟია, თვითონ ამბობს ამას მაგრამ ძაან ზე-საყვარელი ადამიანია.

პირველი მათემატიკა იყო, სწორედ მან მომცა 12 ნომერი დასაწერად.

მასწს მანანა ჰქვია, ამბობს მე-6 სართულიდან გადმოვვარდიო, მაგრამ არაფერი დამემართა და სახლში ავედიო :დ მართლა ეგრე ამბობს.

შემდეგ ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, ქართული და ფიზიკა <3

ელექტრულ ველებზე იყო გაკვეთილი, ხო კიდე ფიზიკის საქალაქო ტურში ჩამწერეს და ახლა დამატებით უნდა ვიმეცადინოთ, შეიძლება ისედაც შევიდე ფიზიკაზე ორშაბათობით ჯავახიშვილში.

დღე ძალიან სწრაფად გავიდა, იმიტომ რომ როდესაც ბავშვები ფიზიკის მასწს გაშვებას ეხვეწებოდნენ მეთქი სად გეჩქარებათ და სახლშიო. ვერც შევამჩნიე რომ ბოლო გაკვეთილი იყო.

წამოვედი მარშრუტკაში ღადაობა არ გაიჩითა, სამაგიეროდ სალომეს მარშრუტკას გავასწარით, მაგარი ჭყლეტვა იყო მაგათთან.

ვიმეცადინე უუჰჰ.. ბევრი ახლა ვისვენებ და მეღირსა facebook-ი <3.

მგონი პირველი დღისთვის მორჩა, თან რამხელა გამოვიდა ამდენი მგონი არც ერთ პოსტში არ მიწერია. ხვალამდე.

P.S. სალომე შემოსული არაა. ძინავს ალბათ ან მეცადინეობს :|

P.P.S. ეს ჩემი 50-ე პოსტია. შეიძლება დიდი არაფერი მაგრამ ჩემთვის მიღწევაა. :ბედნიერი:

2 comments:

  1. me Zalian momwons seni blogi! tavidan Cemi shvilishvilis naweri megona,masac shensavit koka hqvia!-warmatebebs gisurveb! kargad wer da gagrzele!

    ReplyDelete