Pages

Monday, October 11, 2010

დღიურობანა. ორშაბათი. 11 ოქტომბერი.

დღეები ამერია უკვე, თან შაბათ-კვირა გამოვტოვე და ვეღარ ვნომრავ, ასე რომ თარიღებს დავაწერ აწი ან უბრალოდ დღიურობანას.

დღეს პირველად დავრჩი ქართულის დამატებით გაკვეთილებზე.

მასწავლებელი კაცია, ძაან მაგარი კაცი.

და ძაან ჭკვიანი. უკვე გვაწერინა რაღაცეები და წასაკითხიც მოგვცა.

პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე".

სამეცადინე ბევრი მქონდა და თან სახლში 6-ის ნახევარზე მოვედი, 5-ზე მთავრდება დამატებითი. მთელი 2 საათნახევარი ვმეცადინეობთ მაგარია. ჯგუფში სულ 10-ნი ვართ. სამი ბიჭი და გოგოები მგონი :დ.

ამ წუთას დავამთავრე მეცადინეობა და ახლა დავალებულის კითხვას ვიწყებ, თან გრამატიკაც გავიმეორე და ფიზიკაში ვისწავლე რაღაც ჯანდაბა.. როგორ არ მევასება როცა ვერ ვიგებ რაღაცას.

დღეს მეტი არაფერი მომხდარა, ვნახოთ ხვალ რა იქნება.

P.S. ხუთშაბათს დასვენებაა.

No comments:

Post a Comment