Pages

Saturday, October 9, 2010

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2011

 ბლოგროლზე არეული ტექსტი და თვითონ ბლოგზე ჩანს ჩვეულებრივად.

გავრცელდა ხმები რომ ოლიმპიადები უკვე ამ თვის ბოლოს იქნება და როგორც ჩანს ეს სიმართლეა რადგანაც მეგობარი ვეკუაში სწავლოს, ბევრი სწავლობს იქ მარა ამან მითხრა სკოლაში განრიგი გამოაკრესო. აი ისიც:

23 ოქტომბერი - ქართული ენა და ლიტერატურა
24 ოქტომბერი - უცხო ენები(ინგლისური)
30 ოქტომბერი - გეოგრაფია
31 ოქტომბერი - ისტორია
6 ნოემბერი - მათემატიკა(6-9 კლასები)
7 ნოემბერი - მათემატიკა(10-12 კლასები)
13, 14, 20 ნოემბერი - ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. როდის რომელია გაურკვეველია.
21 ნოემბერი - ინფორმატიკა

განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე არანაირი ინფორმაციას ამის შესახებ არ მოიპოვება და არც პროგრამები დევს.
თანაც უაზროა ახლა ოლიმპიადების ჩატარება იმიტომ, რომ არანაირი ახალი ცოდნა არ გვაქვს დაგროვებული და ისევ იმავე ცოდნით მივდივართ.

მოკლედ ვნახოთ რა იქნება.

ორშაბათს მეწყება გაძლიერებული ქართული სკოლაში ოლიმპიადისთვის მარა 23-მდე რა უნდა მოვასწრო?

თან 30-ში მინდოდა კი არა და ბანაკელები ვხდებოდით და ერთი ქუთაისიდანაც უნდა ჩამოსულიყო და ახლა კიდე არ ვიცი. სად ჩააკვეხეს რა?!

No comments:

Post a Comment