Pages

Monday, June 28, 2010

iPhone 4 შეცდომები, პრობლემები, გადაწყვეტა, გაფრთხილება.

   მოგეხსენებათ სულ ახლახან ყველასათვის საყვარელმა კომპანია Apple-მა გამოუშვა ყველასათვის საყვარელი სმარტფონის ახალი მე-4 ვერსია. ამერიკაში იყო შანსი მისი ადრევე მიღების, წინასწარ შეკვეთით. ხალხმა ის მიიღო, მაგრამ ბევრი ამბობდა თითქოს ჭედავსო და სიგნალს კარგავს. ეს გამოწვეული იყო იმით რომ მას არ აქ ანტენა. ანტენის ნაცვლად კი იგი თავის კორპუსს იყენებს, ასე ამბობდნენ თითქოს ზოგჯერ ეკრანი ყვითელი ხდება და იჭედებაო. თუმცა ეს ყველასთან არ ხდებოდა.

   მეორე დღესვე სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება რომ არანაირი პრობლემა არ არის და არც ყოფილა, უბრალოდ არ უნდა დავიჭიროთ ტელეფონი ისე. ანუ იქ არ უნდა დავადოთ თითი საიდანაც გადის სიგნალი და პრობლემა მოგვარებულია.
   მაგრამ ასევე პრობლემა იყო პროგრამულ უზრუნველყოფასთან რაც ახლო მომავალში გადაიჭრება. iOS 4.1 ვერსია შესაძლებელია ამ კვირის ბოლოსაც გამოვიდეს რომელშიც ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება.

მოგმართავთ ამ ტელეფონის 3G და 3GS მოდელის და ასევე iPod Touch-ების  მფლობელებს. არ გააკეთოთ აფდეითი, რადგანაც ის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება თქვენი ტელეფონის მუშაობაზე.

No comments:

Post a Comment