Pages

Tuesday, June 29, 2010

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრები გუნდების წინაშე. რომლებიც 1/8 ფინალური მატჩების დროს დაზარალდნენ მსაჯების რეზულტატიური შეცდომების გამო.
 შეგახსენებთ რომ გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს არ იქნა ჩათვლილი ფრენკ ლამპარდის გოლი, როდესაც ამ უკანასკნელის დარტყმის შედეგად ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. არგენტინა-მექსიკის(3:1) შეხვედრის დროს კი მსაჯმა შეცდომით ვერ დააფიქსირა კარლოს ტევესის "თამაშ გარე" მდგომარეობა, რომელმაც გასნა ანგარიში.
   "ჩვენ ვწუხვართ, რომ მსაჯების შეცდომები ასეთი ნათელია ყველასთვის. საჭიროა განიხილოს ცვლილებათა შეტანის საკითხი რათა მსგვასი სიტუაციები არ განმეორდეს", - განაცხადა ბლატერმა.
    ფიფა აპირებს განიხილოს ვიდეოგამეორებების შემოტანის საკითხი ივლისში, ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე, რომელიც გაიმერთება უელსში. ბლატერმა ასევე განაცხადა, რომ ამა წლის ნოემბრამდე შემუშავებული იქნება პროგრამა რომელიც მოემსახურება მსაჯების დონის ამაღლებას.


No comments:

Post a Comment