Pages

Monday, June 28, 2010

სადავო ეპიზოდების გამეორება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აიკრძალა










   ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ(ფიფამ) აკრძალა სადავო მომენტების ვიდეო-გამეორება სტადიონის დიდ ეკრანებზე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც 27 ივნისს, 1/8 ფინალური მატჩების ტრანსლაციის დროს სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე) ნაჩვენები იყო მსაჯის ორი შეცდომა, იტყობინება Associated Press .


   
    კვირას გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს, ურუგვაელმა მსაჯმა ხორხე ლარიონდამ არ ჩათვალა ინგლისელის, ფრენკ ლამპარდის გატანილი გოლი, მიუხედავად იმისა რომ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. მოგვიანებით არგენტინა-მექსიკის(3:1) თამაშის დროს იტალიელმა რეფერიმ, რობერტო როზეტიმ ჩათვალა არგენტინელის, კარლოს ტევესის გოლი, რომელიც იმყოფებოდა "თამაშ გარე" მდგომარეობაში.

    28 ივნისს ფიფას პრესს-სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლა მენიომ განაცხადა, რომ ისეთი სიტუაციები როგორიც იყო არგენტინა-მექსიკის მატჩში აღარ უნდა განმეორდეს. ფიფას თანამშრომლები უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ვიდეო-გამეორებებს რომლებიც გამოჩნდება სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე), სადავო და მსაჯის შეცდომასთან დაკავშირებული ეპიზოდები კი არ იქნება ნაჩვენები.

წყარო: Rambler.ru

No comments:

Post a Comment