Pages

Showing posts with label პოსტი. Show all posts
Showing posts with label პოსტი. Show all posts

Thursday, October 7, 2010

დღიურობანა. დღე მეოთხე.

არც არაფერი საინტერესო არ მომხდარა. არაფერი.

მარტო ის რომ ქართულის მონიტორინგი უნდა გვქონოდა და გადაიტანეს.

Tuesday, October 5, 2010

დღიურობანა. დღე მეორე.

მარშრუტკამ ისევ ჩვეულებისამებრ დააგვიანა. აღარც ვიმჩნევ და სახლიდანაც უფრო გვიან გავდივარ. აცივდა მაგრა. დილით რო გავიღვიძე ადგომაც კი შემეზარა, არა ნამდვილად არ არის ახლა სასკოლო ამინდი, საათის ათამდე უნდა კარგად გამოიძინო მერე ადგე ჩაი დალიო..მოკლედ ისევ იგივე ფანტაზიები, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყვის "ნურას უკაცრავად" :დ და "ვერც მომართვეს". :დ

მარშრუტკაში უკან ადგილი არ იყო და მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა. არაუშავს მართალია ცოტა გარწევს აქეთ-იქით, სამაგიეროდ პირველი ჩადიხარ და არ გიწევს რიგში დგომა და ბოლოდან გასასვლელისკენ გზის გაკვლევა.

გუშინ რამე მომწერეს, რომ დღეს 15:40-ზე ვხვდებოდით ჩვენ ბანაკელ მეგობარს, რომელიც ცუდად იყო და თბილისში საავოდმყოფოშიც იწვა, ისე ქუთაისელია და თამუნა ჰქვია. მაგრამ არც მე, არც სალომე და არც რიჟა მარი არ წავსულვართ იმიტომ რო არც მე მეცალა და არც სალომეს, მარიმ კი მეზარებაო. ისე მეც მეზარება და თან დროც არ მაქვს. დღეს მაგალითად ინგლისური. ვიმეცადინე და პოსტის საწერად დავჯექი იმიტომ რომ ვიცი, რომ მერე დამეზარება.

დღეს სკოლაში ცურვაც იყო, მაგარი ცხელი წყალია და დახუთულობა ამას ისევ ლაგუნას ცივი წყალი მირჩევნია.

ხო კიდე უნარები გვქონდა. რავი მეტი არაფერი საინტერესო არ მომხდარა.

Monday, October 4, 2010

დღიურის დღე 1 და ზოგადი გაცნობა

 საღამო მშვიდობისა მკითხველო! როგორც წინა პოსტში გამცნე ორშაბათიდან ანუ დღეიდან შეძლებისდაგვარად ვიწყებ დღიურების წერას.

შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ სკოლა არაპროგნოზირებადი რამაა. წინა კვირებში ორშაბათობით სულ ცოტა სამეცადინო მქონდა მაგრამ დღეს მოგვკლეს რასაც ჰქვია: 12 მათემატიკის დიდი სავარჯიშო, აბოს წამების მეორე თავი მთლიანად, ისტორიის ორი პარაგრაფი, მოკლედ არ დაგტვირთავ ჩემი ტვირთით.

არ ვწუწუნებ რომ ცივა, იმიტომ რომ სიცხეს ასეთი ამინდი მირჩევნია. აი სახლში საჯდომი ამინდია რასაც ჰქვია, ჩაის დასალევი და წიგნის საკითხავი, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება.

ამ ყველაფრის ნაცვლად კი ყოველდილით  ცხრას რომ ათი წუთი აკლია გავდივარ საბურთალოს ქუჩაზე და ველოდები 20 ნომერ მარშრუტკას, რომელსაც ნომრის ქვემოთ წარწერა აქვს "სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი". ხო აი ამ სკოლაში ვსწავლობ, თანაც უფასოდ.


Friday, September 10, 2010

გიბრუნდები მკითხველო!

გამარჯობა, პატივცემულო მკითხველო, ხანგძლივი ზაფხულის შემდეგ გიბრუნდები სრულიად განსხვავებული, ძაან შეცვლილი, სკოლაგამოცვლილი და ლეპტოპიანი.

ბლოგი ისევ დარჩება ჩემზე და ზოგადად რა.

დავპოსტავ უფრო ხშირად და უფრო მეტს რადგანაც აღარ ვიქნები მიკრული ერთ ადგილს, თანაც უკაბელო დავაყენე.


ზეგ მეწყება სკოლა და უკვე ვემზადები იმისათვის რომ 9 თვე წვალება მომიწევს, მაგრამ არაუშავს.


სკოლაში სავარაუდოდ სამეცადინო ბევრი იქნება, მაგრამ მაინც შევეცდები სისტემატიურად ვპოსტო.

მოკლედ მისურვეთ წარმატებები ახალ მეს ახალ სასწავლო და საბლოგო წელს.

Wednesday, July 14, 2010

ბარგი ჩალაგებულია მივდივარ

ბარგი ჩალაგებული მაქ, 25 წუთში გავდივარ სახლიდან.

კიდე დავაყენებ რო ზუსტად 9 საათზე გამოქვეყნდეს ერთი პოსტი.

Sunday, July 11, 2010

საცდელი პოსტი iGoogle-დან

ეს იქნება და არის ჩემი პირველი პოსტი ზემოთხსენებული სისტემიდან. უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამოქვეყნდება.