Pages

Showing posts with label 5. Show all posts
Showing posts with label 5. Show all posts

Sunday, October 10, 2010

Adobe Photoshop CS5 Crack თუ მოგეპოვებთ?

გამარჯობა.

თუ მოგეპოვებათ Adobe Photoshop CS5-ის კრეკი. ისეთი რომელიც ვინდოუსს 7-ზე იმუშავებს და მეორე შესვლაზე ახალ კოდს არ მომთხოვს.

წინასწარ დიდი მადლობა.

Tuesday, October 5, 2010

დღიურობანა. დღე მეორე.

მარშრუტკამ ისევ ჩვეულებისამებრ დააგვიანა. აღარც ვიმჩნევ და სახლიდანაც უფრო გვიან გავდივარ. აცივდა მაგრა. დილით რო გავიღვიძე ადგომაც კი შემეზარა, არა ნამდვილად არ არის ახლა სასკოლო ამინდი, საათის ათამდე უნდა კარგად გამოიძინო მერე ადგე ჩაი დალიო..მოკლედ ისევ იგივე ფანტაზიები, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყვის "ნურას უკაცრავად" :დ და "ვერც მომართვეს". :დ

მარშრუტკაში უკან ადგილი არ იყო და მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა. არაუშავს მართალია ცოტა გარწევს აქეთ-იქით, სამაგიეროდ პირველი ჩადიხარ და არ გიწევს რიგში დგომა და ბოლოდან გასასვლელისკენ გზის გაკვლევა.

გუშინ რამე მომწერეს, რომ დღეს 15:40-ზე ვხვდებოდით ჩვენ ბანაკელ მეგობარს, რომელიც ცუდად იყო და თბილისში საავოდმყოფოშიც იწვა, ისე ქუთაისელია და თამუნა ჰქვია. მაგრამ არც მე, არც სალომე და არც რიჟა მარი არ წავსულვართ იმიტომ რო არც მე მეცალა და არც სალომეს, მარიმ კი მეზარებაო. ისე მეც მეზარება და თან დროც არ მაქვს. დღეს მაგალითად ინგლისური. ვიმეცადინე და პოსტის საწერად დავჯექი იმიტომ რომ ვიცი, რომ მერე დამეზარება.

დღეს სკოლაში ცურვაც იყო, მაგარი ცხელი წყალია და დახუთულობა ამას ისევ ლაგუნას ცივი წყალი მირჩევნია.

ხო კიდე უნარები გვქონდა. რავი მეტი არაფერი საინტერესო არ მომხდარა.