საღამო მშვიდობისა მკითხველო! როგორც წინა პოსტში გამცნე ორშაბათიდან ანუ დღეიდან შეძლებისდაგვარად ვიწყებ დღიურების წერას.
შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ სკოლა არაპროგნოზირებადი რამაა. წინა კვირებში ორშაბათობით სულ ცოტა სამეცადინო მქონდა მაგრამ დღეს მოგვკლეს რასაც ჰქვია: 12 მათემატიკის დიდი სავარჯიშო, აბოს წამების მეორე თავი მთლიანად, ისტორიის ორი პარაგრაფი, მოკლედ არ დაგტვირთავ ჩემი ტვირთით.
არ ვწუწუნებ რომ ცივა, იმიტომ რომ სიცხეს ასეთი ამინდი მირჩევნია. აი სახლში საჯდომი ამინდია რასაც ჰქვია, ჩაის დასალევი და წიგნის საკითხავი, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება.
ამ ყველაფრის ნაცვლად კი ყოველდილით ცხრას რომ ათი წუთი აკლია გავდივარ საბურთალოს ქუჩაზე და ველოდები 20 ნომერ მარშრუტკას, რომელსაც ნომრის ქვემოთ წარწერა აქვს "სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი". ხო აი ამ სკოლაში ვსწავლობ, თანაც უფასოდ.
Showing posts with label ორშაბათი. Show all posts
Showing posts with label ორშაბათი. Show all posts
Monday, October 4, 2010
Saturday, October 2, 2010
ორშაბათიდან
ორშაბათიდან ვიწყებ დღიურის წერას ბლოგზე. იმედია სკოლა დროს დამიტოვებს ამისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)