Sunday, October 17, 2010
Wednesday, October 13, 2010
დღიურობანა. ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი
დღეს არა დღეზე არ მოგიყვებით, არა. ნუ ცოტას.
მოკლედ სამებაში ვიყავი რაღაც მსვლელობაზე. მე და სალომემ ვთქვით რომ ერთად წავიდოდით, მაგრამ მან დააგვიანა, ჩემი კლასელები მოვიდნენ და მოგვიწია ერთად წასვლა.
როგორ მიყვარს სალომე, აი ძალიან. თან ხო ბევრს ლაპარაკობს და მაგარი ასხა ჩემ კლასელ ბიჭებს გზაში. კი იყვნენ ღირსები.
მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა. სალომეს შეყვარებული არა მაგრამ ბიჭი გაუჩნდა რომელიც მოსწონს, თავის კლასელი.
ყველამ იცით ალბათ ფილმი "ზაფხულის (500) დღე" ხო და ახლა ზაფხულის ის დღეა როცა ცუდად არის ის ბიჭი.
განა რამე, ჩემზე 1 წლით დიდია, არც მე ვუყურებ სხვანაირად, მაგრამ არვიცი. რომ გავიგე კი არა და დავინახე რაღაც ძაან "ნიტო" გრძნობაა გულში, მგონი ვეჭვიანობ, მაგრამ რატომ? - არვიცი.
არც არაფერი იყო ჩვენს შორის, ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი, მაგრამ არ ვიცი. :(
მოკლედ გატეხილი ვარ. ნეტა სწრაფად გადამიაროს. :წუწუნ:
P.S. დღეს კნუტი ვნახე.

Tuesday, October 12, 2010
კომპიუტერი 1 ლარად. რჩევა
გირჩევთ მოიცადოთ 1 კვირა მაინც სანამ წახვალთ საყიდლად, რადგანაც ძალიან დიდი რიგებია "ალტა"-სა და "ალგორითმი"-ს მაღაზიებსა და მათ გარეთ.
დღიურობანა. სამშაბათი, 12 ოქტომბერი.
საზიზღარი დღე იყო ყოველმხრივ. არა არც სკოლა არც მარშრუტკა არა.
ვიმეცადინე ჩვეულებრივ, საქმე იმაშია რომ როდესაც ინგლისური დამიმთავრდა წესისამებრ ვაპირებდი სამეცადინოდ დაჯდომას. და შუქი გაითიშა. თანაც მარტო ჩვენი მხარე, ანუ საბურთალოს ქუჩის არა-იპოდრომისეული მხარე, უკვე მეორედ თანაც და 1 საათის წინ მოვიდა და მე ბედკრულს მომიწია ამ შუაღამისას ინგლისურის წერა, სამაგიეროდ უკვე დავამთავრე, ზეგ დასვენებაა.
პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე" წავიკითხე გუშინ ძალიან მაგარია, გირჩევთ აი ლინკი:
პროსპერ მერიმე - "მატეო ფალკონე"
რომ შეგძრავს შიგნიდან ისეთია, ვითომ პატარაცაა და ყველაფერიც მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია.
მოკლედ მეზარება მეტის წერა და თან არც არის რამე დასამატებელი.
P.S. გირჩევთ 1 ლარად კომპიუტერის საყიდლად ჯერ არ წახვიდეთ, რამეთუ უზომო რიგებია.

Labels:
1 ლარად,
12,
დღიურობანა,
კითხვა,
კომპიუტერი,
მატეო,
ოქტომბერი,
პირადი,
ფალკონე
Monday, October 11, 2010
დღიურობანა. ორშაბათი. 11 ოქტომბერი.
დღეები ამერია უკვე, თან შაბათ-კვირა გამოვტოვე და ვეღარ ვნომრავ, ასე რომ თარიღებს დავაწერ აწი ან უბრალოდ დღიურობანას.
დღეს პირველად დავრჩი ქართულის დამატებით გაკვეთილებზე.
მასწავლებელი კაცია, ძაან მაგარი კაცი.
და ძაან ჭკვიანი. უკვე გვაწერინა რაღაცეები და წასაკითხიც მოგვცა.
პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე".
სამეცადინე ბევრი მქონდა და თან სახლში 6-ის ნახევარზე მოვედი, 5-ზე მთავრდება დამატებითი. მთელი 2 საათნახევარი ვმეცადინეობთ მაგარია. ჯგუფში სულ 10-ნი ვართ. სამი ბიჭი და გოგოები მგონი :დ.
ამ წუთას დავამთავრე მეცადინეობა და ახლა დავალებულის კითხვას ვიწყებ, თან გრამატიკაც გავიმეორე და ფიზიკაში ვისწავლე რაღაც ჯანდაბა.. როგორ არ მევასება როცა ვერ ვიგებ რაღაცას.
დღეს მეტი არაფერი მომხდარა, ვნახოთ ხვალ რა იქნება.
P.S. ხუთშაბათს დასვენებაა.

Sunday, October 10, 2010
Adobe Photoshop CS5 Crack თუ მოგეპოვებთ?
გამარჯობა.
თუ მოგეპოვებათ Adobe Photoshop CS5-ის კრეკი. ისეთი რომელიც ვინდოუსს 7-ზე იმუშავებს და მეორე შესვლაზე ახალ კოდს არ მომთხოვს.
წინასწარ დიდი მადლობა.

Saturday, October 9, 2010
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2011
ბლოგროლზე არეული ტექსტი და თვითონ ბლოგზე ჩანს ჩვეულებრივად.
გავრცელდა ხმები რომ ოლიმპიადები უკვე ამ თვის ბოლოს იქნება და როგორც ჩანს ეს სიმართლეა რადგანაც მეგობარი ვეკუაში სწავლოს, ბევრი სწავლობს იქ მარა ამან მითხრა სკოლაში განრიგი გამოაკრესო. აი ისიც:

23 ოქტომბერი - ქართული ენა და ლიტერატურა
24 ოქტომბერი - უცხო ენები(ინგლისური)
30 ოქტომბერი - გეოგრაფია
31 ოქტომბერი - ისტორია
6 ნოემბერი - მათემატიკა(6-9 კლასები)
7 ნოემბერი - მათემატიკა(10-12 კლასები)
13, 14, 20 ნოემბერი - ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. როდის რომელია გაურკვეველია.
21 ნოემბერი - ინფორმატიკა
განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე არანაირი ინფორმაციას ამის შესახებ არ მოიპოვება და არც პროგრამები დევს.
თანაც უაზროა ახლა ოლიმპიადების ჩატარება იმიტომ, რომ არანაირი ახალი ცოდნა არ გვაქვს დაგროვებული და ისევ იმავე ცოდნით მივდივართ.
მოკლედ ვნახოთ რა იქნება.
ორშაბათს მეწყება გაძლიერებული ქართული სკოლაში ოლიმპიადისთვის მარა 23-მდე რა უნდა მოვასწრო?
თან 30-ში მინდოდა კი არა და ბანაკელები ვხდებოდით და ერთი ქუთაისიდანაც უნდა ჩამოსულიყო და ახლა კიდე არ ვიცი. სად ჩააკვეხეს რა?!
კომპიუტერი 1 ლარად
ალბათ ყველამ გაიგეთ ახალი აქციის შესახებ რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წამოიწყო. ეს პროგრამა მიზნად ისახავს პერსონალური კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ადამიანსთვის.
პროგრამა "კომპიუტერი 1 ლარად" აქტიური არის "ალტასა" და "ალგორითმში".
დღეს ვიყავი "ალტაში"და მეთქი ამ ლარიანი ლეპტოპის მონაცემები ამომიბეჭდეთ მეთქი და ორშაბათიდან იწყება ჯერ არაფერი ვიცითო, მივედი "ალგორითმში" სადაც ყველაფრის შესახებ იცოდნენ და მომახსენეს კიდევაც ლეპტოპების შესახებ.
აქვე წარმოგიდგენთ ამ პროგრამაში მონაწილე ლეპტოპების სიას მონაცემებითურთ:

asus,
fujitsu,
gigabyte,
ასუსი,
ახალი,
განათლების,
კომპიუტერი,
პროგრამა,
სამინისტრო
Friday, October 8, 2010
პოეზიის საქველმოქმედო საღამო
დასწრება თავისუფალია.43 ესწრება.33 ალბათ ესწრება. |
|---|
| ივენთის ლინკი: პოეზიის საქველმოქმედო საღამო |
|---|
| როდის? | კვირა, 10 ოქტომბერი · 14:00 - 15:30pm | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სად? | კ/თ "ამირანის" ლიტ.კაფეში | |||||||||||
| ვის მიერ? | ||||||||||||
| მეტი ინფო | შემოწირული თანხა მოხმარდება ძეგვის ბავშვთა სახლთან ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას... ლექსებს წაგიკითხავენ პოეტები : თემურ ჩალაბაშვილი, ქეთი დიდიშვილი, ბექა ახალაია, თორნიკე ჭელიძე და მე. | |||||||||||
Labels:
10,
ეკლესია,
კვირა,
ოქტომბერი,
პოეზია,
საქველმოქმედო,
საღამო,
ქველმოქმედება
პარასკევი
პარასკევი - ყველაზე სანატრელი დღე ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმისთვის ვინც სწავლობს.
უკვე ვისვენებ, იმდენად მოვეშვი, პოსტის წერა მეზარება.
მოკლედ დღევანდელი მეს შესახებ:
მარშრუტკა: როდესაც ავედი ცარიელი, უკანა გზაზეც.
გაკვეთილები: ნამეცადინები
განწყობა: მაღალი
გეგმები: არანაირი
მდგომარეობა: თავისუფალი

Thursday, October 7, 2010
დღიურობანა. დღე მეოთხე.
არც არაფერი საინტერესო არ მომხდარა. არაფერი.
მარტო ის რომ ქართულის მონიტორინგი უნდა გვქონოდა და გადაიტანეს.

Wednesday, October 6, 2010
დღიურობანა. დღე მესამე.
უკვე მესამე დღეა ვწერ ამ დღიურებს, თავიდან მეგონა რომ ენთუზიაზმი მალევე ჩაივლიდა და დავანებებდი თავს, მაგრამ რაც უფრო მეტი დღე გადის და მეტს ვწერ რა თქმა უნდა მენანება ამ დღეების ნაწერი და ვწერ. ჯერ დიდი არაფერი მარა მაინც....
ხვალ ისტორიისა და ქართულის მონიტორინგებია. და არც საკითხები ვიცით არც არაფერი. მატემატიკის წერით 2 კვირაა გვაშინებენ მაგრამ არც არაფერი... პარალელურმა წერა უკვე მარა რავიცი...
სკოლაში საინტერესო მეტი არაფერი მოხდა.
მათემატიკის მასწმა მათემატიკის ოლიმპიადაში ჩამწერა, არ მინდა მეთქი, მე რა უნდა ვქნა მეთქი მარა არა გადიო.
მოკლედ ჩამწერა, კიდე ინგლისურის მასწს ვუთხარი ჩამწერეთ-თქო. ბიოლოგიაში ვარ ჩაწერილი და ქართულში უეჭველი გამიშვებენ იმიტომ რომ გაძლიერებულად ამას ვსწავლობ.
შეიძლება მოსაწყენია საკითხავად, მაგრამ ეს ჩემი დღიურია, ბლოკნოტში ხელით წერა მეზარება და აქ ადვილი და სწრაფია.
მარშრუტკაში მაგარი ჭედვა იყო საღამოს სადღაც 6 კაცი გადმოსვეს ჩვენთან ისეთი ამბავი იყო რო რავიცი. ერთხელ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ.
სამეცადინო იყო-ბევრი. ძაან.
ქართულში აბოს წამების უკვე მესამე თავი, საზეპიროებიანად ხვალისთვის.და კიდე საკითხების ნაცვლად მონიტორინგზე ორი თემა: "გმირი და ანტიგმირი"("შუშანიკის წამების" მიხედვით) და "გმირი და ანტიგმირი დღეს".
ძაან სისულელე. რა უნდა ვწერო არ ვიცი. პირველ თემას კიდევ არაუშავს მაგრამ მეორე. :ტვინისბურღ:
კარგა ხანს ვიმეცადინე. ხო ცოტა დამრთგუნველი პოსტი კი გამოვიდა ისე, მარა არაუშავს ეს ხომ ჩემი დღიურია
P.S. თუ შეცდომები მაქ წერაში ბოდიში აღარ მცალია გადასაკითხად, არა მცალია უბრალოდ მეზარება.

Tuesday, October 5, 2010
დღიურობანა. დღე მეორე.
მარშრუტკამ ისევ ჩვეულებისამებრ დააგვიანა. აღარც ვიმჩნევ და სახლიდანაც უფრო გვიან გავდივარ. აცივდა მაგრა. დილით რო გავიღვიძე ადგომაც კი შემეზარა, არა ნამდვილად არ არის ახლა სასკოლო ამინდი, საათის ათამდე უნდა კარგად გამოიძინო მერე ადგე ჩაი დალიო..მოკლედ ისევ იგივე ფანტაზიები, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყვის "ნურას უკაცრავად" :დ და "ვერც მომართვეს". :დ
მარშრუტკაში უკან ადგილი არ იყო და მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა. არაუშავს მართალია ცოტა გარწევს აქეთ-იქით, სამაგიეროდ პირველი ჩადიხარ და არ გიწევს რიგში დგომა და ბოლოდან გასასვლელისკენ გზის გაკვლევა.
გუშინ რამე მომწერეს, რომ დღეს 15:40-ზე ვხვდებოდით ჩვენ ბანაკელ მეგობარს, რომელიც ცუდად იყო და თბილისში საავოდმყოფოშიც იწვა, ისე ქუთაისელია და თამუნა ჰქვია. მაგრამ არც მე, არც სალომე და არც რიჟა მარი არ წავსულვართ იმიტომ რო არც მე მეცალა და არც სალომეს, მარიმ კი მეზარებაო. ისე მეც მეზარება და თან დროც არ მაქვს. დღეს მაგალითად ინგლისური. ვიმეცადინე და პოსტის საწერად დავჯექი იმიტომ რომ ვიცი, რომ მერე დამეზარება.
დღეს სკოლაში ცურვაც იყო, მაგარი ცხელი წყალია და დახუთულობა ამას ისევ ლაგუნას ცივი წყალი მირჩევნია.
ხო კიდე უნარები გვქონდა. რავი მეტი არაფერი საინტერესო არ მომხდარა.

Monday, October 4, 2010
დღიურის დღე 1 და ზოგადი გაცნობა
საღამო მშვიდობისა მკითხველო! როგორც წინა პოსტში გამცნე ორშაბათიდან ანუ დღეიდან შეძლებისდაგვარად ვიწყებ დღიურების წერას.
შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ სკოლა არაპროგნოზირებადი რამაა. წინა კვირებში ორშაბათობით სულ ცოტა სამეცადინო მქონდა მაგრამ დღეს მოგვკლეს რასაც ჰქვია: 12 მათემატიკის დიდი სავარჯიშო, აბოს წამების მეორე თავი მთლიანად, ისტორიის ორი პარაგრაფი, მოკლედ არ დაგტვირთავ ჩემი ტვირთით.
არ ვწუწუნებ რომ ცივა, იმიტომ რომ სიცხეს ასეთი ამინდი მირჩევნია. აი სახლში საჯდომი ამინდია რასაც ჰქვია, ჩაის დასალევი და წიგნის საკითხავი, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება.
ამ ყველაფრის ნაცვლად კი ყოველდილით ცხრას რომ ათი წუთი აკლია გავდივარ საბურთალოს ქუჩაზე და ველოდები 20 ნომერ მარშრუტკას, რომელსაც ნომრის ქვემოთ წარწერა აქვს "სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი". ხო აი ამ სკოლაში ვსწავლობ, თანაც უფასოდ.

Saturday, October 2, 2010
ორშაბათიდან
ორშაბათიდან ვიწყებ დღიურის წერას ბლოგზე. იმედია სკოლა დროს დამიტოვებს ამისათვის.
Subscribe to:
Comments (Atom)