ამბობენ კარგია თუ ყველაფერს დადებით მხარეს მოუძებნი ხოდა მოვუძებნე დადებითი მხარე იმას რომ ჩემ ბლოგს არავინ კითხულობს:
შემიძლია ვწერო რაც მინდა, მაინც არავინ წაიკითხავს.
Friday, December 31, 2010
ჩემი 2010 წელი
ყველამ დაწერა ეს პოსტი და მეც დავწერ.
მთლიანობაში პროდუქტიული და კარგისმომტანი აღმოჩნდა ეს წელი ჩემთვის. ვრცლად წერის თავი არ მაქ და კნუტისავით ჩამოვთვლი:

- ისევ წავედი ბანაკში (Buckswood Summer School)
- განათლების სამინისტრომ დამაფინანსა და ახლა კერძო სკოლაში უფასოდ ვსწავლობ.
- კარგი ნიშნებისთვის ისევ და ისევ განათლების სამინისტრომ დამასაჩუქრა ლეპტოპით (პატარა ASUS-ით არა)
- ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კონფერენციაზე ვიყავი წყნეთში, კოპალაში 5 დღე. World Vision-ის ორგანიზებული იყო.
სულ ეს იყო, კიდევ ბანაკსა და კონფერენციაზე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, თან კარგი მეგობრები, ვხვდები ხოლმე.
რავი მეტი არაფერი "ისეთი" არ მომხდარა.
სულ ეს იყო ჩემი 2010 წელი.
P.S. ვფიქრობ უაზროდ არ გასულა ეს წელი, იმედია 2011-იც ამის მსგავსი თუ არა უკეთესი იქნება.

საახალწლო მზადება ანუ რა გავაკეთე დღეს
დღეს 31 დეკემბერია, ძალიან სწრაფად მოვიდა და არ მიხარია, რომ ასე სწრაფად გავიდა ერთი წელი.
ყველას გვიყვარს ქართული(შოთის) პური და ამიტომაც ყოველ ახალ წელს მიწევს რიგში დგომა, იმისათვის რომ ვიყიდო ზემოთხსენებული პურის სახეობა.
წელს ჩემ სახლთან არსებული თონე დახურული დამხვდა, ამიტომაც მომიწია პეკინზე გასვლა. იქ რიგში 1 საათი ვიდექი და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა თქვეს:"პურს ნახევარი საათი დააგვიანდება".
მომიწია იქ კიდევ ნახევარი საათი ყურყუტი, მაგრამ ღირდა იქ დგომა.
პური სახლში მოვიტანე და ტატიშვილში წავედი წამლის წამოსაღებად და უკან როდესაც მოვდიოდი იმხელა რიგი იდგა თონესთან რო რავიცი... :დ დაახლოებით 25 კაცი(ეგ სადაც მე ვიყიდე) და სხვა თონესთან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში აი ამხელა რიგი იდგა:
და ამაზე ორჯერ დიდი რიგი იდგა პეკინზე, თეთრი თონე რომ არის იქ.
მოკლედ პურის შეძენა უკვე დაგვიანებულია, მგონი. თუმცა "დილის" პურს ურიგოდ ყიდიან.

Thursday, December 30, 2010
ჩემი პირველი სტატუსი facebook-ზე
ერთ-ერთი მეგობრის Wall-ზე ვნახე შესანიშნავი აპლიკაციის ლინკი, რომელიც გიჩვენებთ თქვენს ყველაზე პირველ სტატუსს, რომელიც გამოაქვეყნეთ facebook-ზე.
ჩემი პირველი სტატუსი იყო: "i like this way better than myspace already." This was posted on 5/3/2008."
აი ამ აპლიკაციის ლინკი, მაგრამ მოგთხოვთ რაღაც დავალების შესრულებას, გახსენით დავალება და დახურეთ. დაუბრუნდით აპლიკაციას, იქ უნდა შეივსოს ველი, არ შეივსება დახურეთ.Wall-ზე დაგხვდებათ თქვენი პირველი სტატუსი.
Your first facebook status

არანაირი საახალწლო განწყობა
არანაირი განწყობა არ მაქვს, საახალწლო. რატომ? არ ვიცი. ბოლო 2 წელია არ მიხარია ახალი წელი, არც ამის მიზეზი ვიცი.
თან წელს ძალიან სწრაფად მოვიდა, ჯერ ხო წელი ძალიან სწრაფად გავიდა და 30 დეკემბერიც ძალიან სწრაფად მოვიდა, მე კიდე სახლიდან ვარ გასასვლელი და კიდე ჩემი 3 კლასელის ოლიმპიადის მოსაწვევი მაქ და დროზე წაიღინ დღეს დავურეკავ.
ისე შემომტენეს ეს მოსაწვევები, თითქოს შევთავაზე მე ავიღებ-თქო. შორს წასვლას არ ვაპირებ, მოვიდნენ სახლთან(ჩემ სახლთან) და წაიღონ, ისედაც ნერვები მომიშალა დამრიგებელმა მე რომ შემომტენა, დავურეკეო და იმას მიეციო მითხრეს.
მოკლედ არანაირი საახალწლო განწყობა, ნაძვის ხე 24 დეკემბრიდან დგას, მაგრამ მაინც.

Subscribe to:
Posts (Atom)