არც არაფერი საინტერესო არ მომხდარა. არაფერი.
მარტო ის რომ ქართულის მონიტორინგი უნდა გვქონოდა და გადაიტანეს.
Thursday, October 7, 2010
Wednesday, October 6, 2010
დღიურობანა. დღე მესამე.
უკვე მესამე დღეა ვწერ ამ დღიურებს, თავიდან მეგონა რომ ენთუზიაზმი მალევე ჩაივლიდა და დავანებებდი თავს, მაგრამ რაც უფრო მეტი დღე გადის და მეტს ვწერ რა თქმა უნდა მენანება ამ დღეების ნაწერი და ვწერ. ჯერ დიდი არაფერი მარა მაინც....
ხვალ ისტორიისა და ქართულის მონიტორინგებია. და არც საკითხები ვიცით არც არაფერი. მატემატიკის წერით 2 კვირაა გვაშინებენ მაგრამ არც არაფერი... პარალელურმა წერა უკვე მარა რავიცი...
სკოლაში საინტერესო მეტი არაფერი მოხდა.
მათემატიკის მასწმა მათემატიკის ოლიმპიადაში ჩამწერა, არ მინდა მეთქი, მე რა უნდა ვქნა მეთქი მარა არა გადიო.
მოკლედ ჩამწერა, კიდე ინგლისურის მასწს ვუთხარი ჩამწერეთ-თქო. ბიოლოგიაში ვარ ჩაწერილი და ქართულში უეჭველი გამიშვებენ იმიტომ რომ გაძლიერებულად ამას ვსწავლობ.
შეიძლება მოსაწყენია საკითხავად, მაგრამ ეს ჩემი დღიურია, ბლოკნოტში ხელით წერა მეზარება და აქ ადვილი და სწრაფია.
მარშრუტკაში მაგარი ჭედვა იყო საღამოს სადღაც 6 კაცი გადმოსვეს ჩვენთან ისეთი ამბავი იყო რო რავიცი. ერთხელ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ.
სამეცადინო იყო-ბევრი. ძაან.
ქართულში აბოს წამების უკვე მესამე თავი, საზეპიროებიანად ხვალისთვის.და კიდე საკითხების ნაცვლად მონიტორინგზე ორი თემა: "გმირი და ანტიგმირი"("შუშანიკის წამების" მიხედვით) და "გმირი და ანტიგმირი დღეს".
ძაან სისულელე. რა უნდა ვწერო არ ვიცი. პირველ თემას კიდევ არაუშავს მაგრამ მეორე. :ტვინისბურღ:
კარგა ხანს ვიმეცადინე. ხო ცოტა დამრთგუნველი პოსტი კი გამოვიდა ისე, მარა არაუშავს ეს ხომ ჩემი დღიურია
P.S. თუ შეცდომები მაქ წერაში ბოდიში აღარ მცალია გადასაკითხად, არა მცალია უბრალოდ მეზარება.

Tuesday, October 5, 2010
დღიურობანა. დღე მეორე.
მარშრუტკამ ისევ ჩვეულებისამებრ დააგვიანა. აღარც ვიმჩნევ და სახლიდანაც უფრო გვიან გავდივარ. აცივდა მაგრა. დილით რო გავიღვიძე ადგომაც კი შემეზარა, არა ნამდვილად არ არის ახლა სასკოლო ამინდი, საათის ათამდე უნდა კარგად გამოიძინო მერე ადგე ჩაი დალიო..მოკლედ ისევ იგივე ფანტაზიები, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყვის "ნურას უკაცრავად" :დ და "ვერც მომართვეს". :დ
მარშრუტკაში უკან ადგილი არ იყო და მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა. არაუშავს მართალია ცოტა გარწევს აქეთ-იქით, სამაგიეროდ პირველი ჩადიხარ და არ გიწევს რიგში დგომა და ბოლოდან გასასვლელისკენ გზის გაკვლევა.
გუშინ რამე მომწერეს, რომ დღეს 15:40-ზე ვხვდებოდით ჩვენ ბანაკელ მეგობარს, რომელიც ცუდად იყო და თბილისში საავოდმყოფოშიც იწვა, ისე ქუთაისელია და თამუნა ჰქვია. მაგრამ არც მე, არც სალომე და არც რიჟა მარი არ წავსულვართ იმიტომ რო არც მე მეცალა და არც სალომეს, მარიმ კი მეზარებაო. ისე მეც მეზარება და თან დროც არ მაქვს. დღეს მაგალითად ინგლისური. ვიმეცადინე და პოსტის საწერად დავჯექი იმიტომ რომ ვიცი, რომ მერე დამეზარება.
დღეს სკოლაში ცურვაც იყო, მაგარი ცხელი წყალია და დახუთულობა ამას ისევ ლაგუნას ცივი წყალი მირჩევნია.
ხო კიდე უნარები გვქონდა. რავი მეტი არაფერი საინტერესო არ მომხდარა.

Monday, October 4, 2010
დღიურის დღე 1 და ზოგადი გაცნობა
საღამო მშვიდობისა მკითხველო! როგორც წინა პოსტში გამცნე ორშაბათიდან ანუ დღეიდან შეძლებისდაგვარად ვიწყებ დღიურების წერას.
შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ სკოლა არაპროგნოზირებადი რამაა. წინა კვირებში ორშაბათობით სულ ცოტა სამეცადინო მქონდა მაგრამ დღეს მოგვკლეს რასაც ჰქვია: 12 მათემატიკის დიდი სავარჯიშო, აბოს წამების მეორე თავი მთლიანად, ისტორიის ორი პარაგრაფი, მოკლედ არ დაგტვირთავ ჩემი ტვირთით.
არ ვწუწუნებ რომ ცივა, იმიტომ რომ სიცხეს ასეთი ამინდი მირჩევნია. აი სახლში საჯდომი ამინდია რასაც ჰქვია, ჩაის დასალევი და წიგნის საკითხავი, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება.
ამ ყველაფრის ნაცვლად კი ყოველდილით ცხრას რომ ათი წუთი აკლია გავდივარ საბურთალოს ქუჩაზე და ველოდები 20 ნომერ მარშრუტკას, რომელსაც ნომრის ქვემოთ წარწერა აქვს "სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი". ხო აი ამ სკოლაში ვსწავლობ, თანაც უფასოდ.

Saturday, October 2, 2010
ორშაბათიდან
ორშაბათიდან ვიწყებ დღიურის წერას ბლოგზე. იმედია სკოლა დროს დამიტოვებს ამისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)