Pages

Showing posts with label გამოცდები. Show all posts
Showing posts with label გამოცდები. Show all posts

Monday, September 13, 2010

სკოლის პირველი დღე 2010

 დღეს ჩემთვის იყო ამ სასწავლო წლის პირველი დღე. დილით ავედი სკოლაში, მოვინახულე ახალი, ძველი მეგობრები, ჩავიწერე ორი დღის გაკვეთილების ცხრილი რომელიც ასიანი შეიცვლება(ხვალვე), ჩავიწერე წიგნების ავტორები და ვიყიდე კიდეც უკვე, ფიზიკის გარდა რადგანაც რატომღაც დაავიწყდა დამრიგებელს ჩაწერინება ან არ ჰქონდა.

ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა, უმრავლესობა მშობლებს წაყვა უკან, ისინი კი ვინც დავრჩით სკოლის "მარშრუტკას" ველოდებოდით, რომელიც "ეს-ესაა" უნდა გასულიყო, მაგრამ რატომღაც 1 საათით დააგვიანა გასვლა, ეს პირველი დღით და მას თანდართული არაორგანიზებულობით ახსნეს, რატომღაც ჩვენს ქვეყანაში, წესადაა შემოღებული რომ არდადეგების შემდეგ პირველი დღე მაინც უქმეა და ხშირ შემთხვევაში პირველი კვირაც, რაც მე არასწორად მიმაჩნია(კი გასაგებია რომ შეეჩვია არდადეგებსა და დასვენებას, მაგრამ აკლიმატიზაციისათვის 1 კვირა არანაირად არაა საჭირო).

მოკლედ ჩამოვაღწიე სახლამდე(მოგეხსენებათ სკოლა ლისის ტბაზეა), მძღოლს ავუხსენი თუ სად უნდა ჩამომიაროს ხვალ და კიდე 8 თვე დილით და ავედი სახლში. დამრიგებელმა ყველა სახელმძღვანელო ხვალისთვის მოითხოვა, გამოვათრიე მამაჩემი სამსახურიდან(შესვენება ეწყებოდა "კაკ-რაზ") და დავიძარი ვაგზლისკენ, რათა იქ წიგნები მეყიდა.



Saturday, September 11, 2010

სკოლა იწყება!! დლნ-დლნ(ზარის ხმა)

სულ რამოდენიმე დღეში სკოლათა უმრავლსეობაში იწყება კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი.

ნუ მე ორშაბათს მეწყება და ისე 15 სექტემბერს საჯაროდ.

სავარაუდოდ იქნება სიახლეებით დახუნძლული სასწავლო წელი. ერთიანი წიგნები, და გავრცელდა ინფორმაცია გამოცდების შესახებ, თუ როგორი იქნება ისინი წელს 12-კლასდამთავრებულთათვის.

ძალიან გავრცლებული ინფორმაცია არ არის და ამიტომაც ჯერ არ ვწერ.

თუ ეს პოსტი დააგროვებს მინიმუმ 5 კომენტარს დაიწერება.

ეს ინფორმაცია მგონი ჯერ არსად გამოქვეყნებულა.

წყარო სანდოა.