Pages

Sunday, October 17, 2010

სულ მივაგდე ბლოგი :(

ძაან მეზარება ბოლო დროს პოსტვა. ამის დაწერაც მეზარება. :ოფფ:

Wednesday, October 13, 2010

დღიურობანა. ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი

დღეს არა დღეზე არ მოგიყვებით, არა. ნუ ცოტას.

მოკლედ სამებაში ვიყავი რაღაც მსვლელობაზე. მე და სალომემ ვთქვით რომ ერთად წავიდოდით, მაგრამ მან დააგვიანა, ჩემი კლასელები მოვიდნენ და მოგვიწია ერთად წასვლა.

როგორ მიყვარს სალომე, აი ძალიან. თან ხო ბევრს ლაპარაკობს და მაგარი ასხა ჩემ კლასელ ბიჭებს გზაში. კი იყვნენ ღირსები.

მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა. სალომეს შეყვარებული არა მაგრამ ბიჭი გაუჩნდა რომელიც მოსწონს, თავის კლასელი.

ყველამ იცით ალბათ ფილმი "ზაფხულის (500) დღე" ხო და ახლა ზაფხულის ის  დღეა როცა ცუდად არის ის ბიჭი.

განა რამე, ჩემზე 1 წლით დიდია, არც მე ვუყურებ სხვანაირად, მაგრამ არვიცი. რომ გავიგე კი არა და დავინახე რაღაც ძაან "ნიტო" გრძნობაა გულში, მგონი ვეჭვიანობ, მაგრამ რატომ? - არვიცი.

არც არაფერი იყო ჩვენს შორის, ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი, მაგრამ არ ვიცი. :(

მოკლედ გატეხილი ვარ. ნეტა სწრაფად გადამიაროს. :წუწუნ:

P.S. დღეს კნუტი ვნახე.

Tuesday, October 12, 2010

კომპიუტერი 1 ლარად. რჩევა

გირჩევთ მოიცადოთ 1 კვირა მაინც სანამ წახვალთ საყიდლად, რადგანაც ძალიან დიდი რიგებია "ალტა"-სა და "ალგორითმი"-ს მაღაზიებსა და მათ გარეთ.

დღიურობანა. სამშაბათი, 12 ოქტომბერი.

საზიზღარი დღე იყო ყოველმხრივ. არა არც სკოლა არც მარშრუტკა არა.

ვიმეცადინე ჩვეულებრივ, საქმე იმაშია რომ როდესაც ინგლისური დამიმთავრდა წესისამებრ ვაპირებდი სამეცადინოდ დაჯდომას. და შუქი გაითიშა. თანაც მარტო ჩვენი მხარე, ანუ საბურთალოს ქუჩის არა-იპოდრომისეული მხარე, უკვე მეორედ თანაც და 1 საათის წინ მოვიდა და მე ბედკრულს მომიწია ამ შუაღამისას ინგლისურის წერა, სამაგიეროდ უკვე დავამთავრე, ზეგ დასვენებაა.

პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე" წავიკითხე გუშინ ძალიან მაგარია, გირჩევთ აი ლინკი:

პროსპერ მერიმე - "მატეო ფალკონე"

რომ შეგძრავს შიგნიდან ისეთია, ვითომ პატარაცაა და ყველაფერიც მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია.

მოკლედ მეზარება მეტის წერა და თან არც არის რამე დასამატებელი.

P.S. გირჩევთ 1 ლარად კომპიუტერის საყიდლად ჯერ არ წახვიდეთ, რამეთუ უზომო რიგებია.

Monday, October 11, 2010

დღიურობანა. ორშაბათი. 11 ოქტომბერი.

დღეები ამერია უკვე, თან შაბათ-კვირა გამოვტოვე და ვეღარ ვნომრავ, ასე რომ თარიღებს დავაწერ აწი ან უბრალოდ დღიურობანას.

დღეს პირველად დავრჩი ქართულის დამატებით გაკვეთილებზე.

მასწავლებელი კაცია, ძაან მაგარი კაცი.

და ძაან ჭკვიანი. უკვე გვაწერინა რაღაცეები და წასაკითხიც მოგვცა.

პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე".

სამეცადინე ბევრი მქონდა და თან სახლში 6-ის ნახევარზე მოვედი, 5-ზე მთავრდება დამატებითი. მთელი 2 საათნახევარი ვმეცადინეობთ მაგარია. ჯგუფში სულ 10-ნი ვართ. სამი ბიჭი და გოგოები მგონი :დ.

ამ წუთას დავამთავრე მეცადინეობა და ახლა დავალებულის კითხვას ვიწყებ, თან გრამატიკაც გავიმეორე და ფიზიკაში ვისწავლე რაღაც ჯანდაბა.. როგორ არ მევასება როცა ვერ ვიგებ რაღაცას.

დღეს მეტი არაფერი მომხდარა, ვნახოთ ხვალ რა იქნება.

P.S. ხუთშაბათს დასვენებაა.