Pages

Wednesday, July 7, 2010

დაბადების დღე


დღეს, 7 ივლისს მე მქონდა/მაქ/მექნება დაბადების დღე. როგორც ყოველთვის მოვიდნენ ძველი მეგობრები, დავჯექით დავლიეთ, გარეთ გავედით, მოვედით ვიღადავეთ და დავიშალეთ. ასევე მივიღე საჩუქრები და ა.შ.


რაც დამრჩა დაბადების დღიდან:


FIFA 2010



გუშინ გაიმართა პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, ჰოლანდიასა და ურუგვაის შროსი რომელიც დასრულდა ანგარიშით 3:2 ჰოლანდიის სასარგებლოდ. მიუხედავად ურუგვაის წაგებისა მაინც ღირსეულად ითამაშეს.


დღეს თამაშობს გერმანია-ესპანეთი


P.S. ჩემი დაბადების დღეს და უნდა მოიგოს ესპანეთმა. არ მაწყენინოს :D

Tuesday, July 6, 2010

პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობა







რამოდენიმე დღის წინ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს რიგით 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის მკვლელობას. ეს ფილმი გადაღებულია 1991 წელს. მას ჰქვია JFK.

ამ ფილმში უარყოფილია კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი მოკლული იქნა ერთი ადამიანის ჰარვი ლი ოსვალდის(ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც სწავლობდა რუსულს, იყო მარქსისტ-ლენინისტი და შემდეგ სულაც უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე და საბჭოთა კავშირში გადასახლდა.) მიერ.



Monday, July 5, 2010

უბრალოდ კარგი სიმღერა(MUSE)





ეს სიმღერა არის Twilight Eclipse-ის ერთ-ერთი საუნდტრეკი. ეს სიმღერა დაიწერა სპეციალურად ამ ფილმისთვის.

MUSE Neutron Star Collision


MUSE-ის არხზე დადებული არ აჩვენა ბლოგერზე ასე რომ აი ალტერნატიული

ახალ გაღვიძებულზე



სულ რაღაც 20 წუთია გავიღვიძე და უვკე ბევრი რამ მაწუხებს. პირველი ის რომ ჩემმა დამ როგორც ყოველთვის ძილი არ მაცალა და დამიყვირა:"გძინაავს?". და ყოველდღე ესეა. მეორე ის,რომ 3 ადგილას ვარ გასასვლელი. ერთერთი მათგანი აუზია და აღარ მინდა წასვლა. ბასეინი იშლება მგონი იმიტომ რომ სულ "პაბელკის" ნაწილები ყრია წყალში. კარგი არაუშავს 6 მისვლაც და ვსიო მერე მე წავალ. კიდე ზურგი მტკივა საშინლად ესეც გამოუძინებლობისაგან და თვალები და პლიუს ამას კიდე ცხელა.

მოკლედ ეს ჩემი ამწუთობრივი გულისტკივილია, მაგრამ ნაღდად შეემატება კიდევ რამე.

ხო 2 დღეში დაბადების დღე მაქ და ჯერ მხოლოდ 2 მეგობარმა მომცა მოსვლაზე თანხმობა. SMS-ები გავიგზავნე დ არ უპასუხიათ და ახლა ყველას უნდა გადავურეკო კიდე. :@