გუშინ არც მეძინებოდა და არც საყურებელი იყო რამე ნორმალური ამიტომაც არხების შემოწმების ტრადიციული რეიდისას წავაწყდი იმედზე ამას.
ზრდასრული მსახიობები კიდე არაუშავს როგორ თამაშობენ, მაგრამ ის გოგო რომაა ჯულიეტას როლი რომ არ ათამაშეს ჯობს არ ვთქვა არაფერი.
მაგრამ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყურებისას ვნახე რომ მგონი "წილოსანის" ცოლს და კიდე ვიღაც მოხუც კაცს ბოლოში პოლიცია რომ დაადგება აქვთ iPhone. მაგრამ ძაან საინტერესო რამ შევამჩნიე:
ეს არის ერთი და იგივე iPhone
და ეს ტელეფონი სულ გამორთულია.
სურათები "მთლიანად წაკითხვაში"