Pages

Showing posts with label სოკა. Show all posts
Showing posts with label სოკა. Show all posts

Sunday, July 11, 2010

ავატარი: სტიქიის მბრძანებელი. წიგნი პირველი 3D



მოკლედ ვიყავი ავატარზე, სურათებს ამჯერად სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ(ტელეფონი მიჯდებოდა) მაგრამ შთაბეჭდილებებს კი ბატონო.


ბილეთების ასაღებად ორი საათით ადრე წავედით, იმიტომ რომ პრემიერის მეორე დღე იყო და ვაი თუ ბილეთები არ იქნებოდა.

ორი მეგობარი წავედით, სამი ბილეთი ავიღეთ(ერთიც უნდა მოსულიყო) და წყლის საძებრად წავედით(რუსთაველში ვიყავი). ჩამოვედით ფურცელაძის ქუჩაზე და ჩავყევით კოლმეურნეობამდე.

მოვძებნეთ წყალი და დავჯექით პარკში.

ველოდეთ, ველოდეთ, ვიბაასეთ და ავედით. მერე მოგვშვივდა ისევ ჩამოვედით და ვჭამეთ და ავედით. მოვიდა მესამე მეგობარი და თან ორი მამიდაშვილი წამოიყვანა. მოკლედ აიღო კიდე 2 ბილეთი და ასვლის დროც მოვიდა.

ავედით, ვიყიდეთ პოპ-კორნი, კოკა-კოლები და აღმოჩნდა რომ მესამე მეგობარს და თავის ორ მამიდაშვილებს ბილეთები არ ჰქონდათ. და...და...და...და...