გუშინ მუნდიალზე მიმდინარეობდა ორი ძლზედ საინტერესო თამაში
ინგლისი-გერმანია 4:1
და
არგენტინა-მექსიკა 3:1
ორივე თამაში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და შეწყდა ლაპარაკი იმის შესახებ რომ წლევანდელ მუნდიალზე გუნდები აღარ თამაშოვენ სანახაობრივ ფეხბურთს. ყველა წინა თამაში თურმე გახურება ყოფილა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამეზე მინდა წავიყვანო საუბარი-მსაჯების შეცდომებზე. ორივე გუშინდელ თამაშში აშკარად გამოვლინდა მსაჯების არაკომპეტენტური საქციელი.