ამიტომაც გადავწყვიტე ახალი ტელეფონი ვიყიდო, დიდ ხანს ვეძებე, ჯერ სამსუნგის ერთ-ერთი დუოსი მინდოდა, მერე Nokia 2700 მერე Nokia 2730 და ბოლოს Nokia 6303-ზე შევჩერდი, თუმცა ამ უკანასკნელის ძველი და ახალი მოდელი არსებობს, ძველს ძალიან მაგარი კამერა აქვს ახალს კი ცუდი, ძველს აღარ უშვებენ ამიტომაც ისევ ძებნაში ვარ.
დღეს Nokia X2 ვნახე, საკმაოდ კარგი ფუნქციები აქ, ფასიც მისაღები მაგრამ დიზაინი... ჯობს (თუ სჯობს) ხმა არ ამოვიღო...
მოკლედ ვინმემ მირჩიეთ რამე ტელეფონი, 200-300 ან 350 ლარის ფარგლებში, ნუ 400-ის ფარგლებშიც წავა.
იმედია ვინმე წაიკითხავთ ამ პოსტს და მირჩევთ რამეს.
P.S. ეს ჩემი მე-100, საიუბილეო, პოსტია.
No comments:
Post a Comment